ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაადამიანთა დარწმუნებისთვის საჭირო სამი უნარი

ადამიანთა დარწმუნებისთვის საჭირო სამი უნარი
 | რეიტინგი 3 

        აშშ-ში, იელის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევები და დადგინდა ფაქტი, რომელიც დიდი ხანია იციან წარმატებულმა ადამიანებმა. მრავალი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ ადამიანთა გარეგნობას, პიროვნული ხასიათის ნიშნებს და ფსიქოლოგიურ განწყობას და ადარებდნენ ამ ადამიანთა უნარს დაერწმუნებინათ სხვა ადამიანები თავიანთ პოზიციაში. უნივერსიტეტის პროფესორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღი ყოფილა - ღიმილი. ეს კარგი ამბავია, რამეთუ გაღიმება, ხომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

მაგრამ იმისათვის რომ წარმატებით დაარწმუნოთ სხვები თქვენს აზრში, იმისათვის რომ აიძულოთ იმოქმედონ, მხოლოდ გაღიმება არ კმარა. თქვენ უნდა შეგეძლოთ ისე მოუყვეთ ადამიანებს თქვენს იდეაზე, რომ მათ ჩაწვდნენ მას და დაგიჯერონ თქვენ. გაყიდვების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ წარმატებული გაყიდვისათვის აუცილებელია, რომ თქვენ სამჯერ მაინც გაიმეოროთ აზრი, მაგრამ ისე, რომ ეს გამეორებები შეუმჩნეველი დარჩეს მსმენელს. ვიმეორებ კიდევ ერთხელ: გზავნილი სრულებით გასაგები რომ იყოს, ის სამჯერ მაინც უნდა იქნას გამეორებული. გამეორეობა არა მხოლოდ ცოდნის დედაა, ის მძლავრი იარაღიც არის ამავდროულად.

და ბოლოს, მესამე, ადამიანებზე ზემოქმედების მოსახდენი უმძლავრესი ფაქტორი გახლავთ: გულწრფელობა და პატიოსნება. იმედი მაქვს, იმისათვის, რომ იყოთ გულწრფელი და პატიოსანი, უნივერსიტეტის დიპლომი არ დაგჭირდებათ.

მაშ, ასე, ბუნებრივი ღიმილი, მიზანსწრაფულობა, პლუს გულწრფელობა და პატიოსნება  და თქვენი ადამიანების დარწმუნების უნარის ნებისმიერს შეშურდება. და არა აქვს მნიშვნელობა რა სფეროში გამოიყენებთ: გაყიდვებში, სამსახურის ძებნისას, გულისსწორის პოვნაში, შვილებთან, მეზობლებთან თუ სხვა.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge