ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებამოქმედების გეგმა

მოქმედების გეგმა
 | რეიტინგი 3 

               როგორი უნდა უყოს მოქმედების გეგმა? ეს კითხვა ადამიანთა უმეტესობას არააქტუალურად მიაჩნია. საშუალო ადამიანი ფიქრობს: "რა აზრი აქვს გეგმის შედგენას? რაც არ უნდა დავგეგმო, არაფერი არ სრულდება გეგმით". თუკი ჩვენ არ გვექნა საკუთარი გეგმა, ჩვენ გავხდებით ვიღაცის გეგმის ნაწილი. რას გეგმავს "ვიღაცა" ჩვენს სასიკეთოდ? არც თუ ისე ბევრს.

ავიღოთ მაგალითად ბანკები. ბანკებს ძალზე არასახარბიელო რეპუტაცია აქვთ. მე არ შემხვედრია რიგითი ქართველი, რომელსაც დადებითი აზრი ჰქონოდა ბანკებზე და არ აქვს მნიშვნელობა რომელ ბანკზეა საუბარი. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ბანკები იძულებული არიან დიდი მოგებები მიიღონ. ასე რომ არ მოიქცნენ, ისინი ვერ დააგროვებენ ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ სავალდებულო საწესდებო კაპიტალს დადგენილ ვადებში და შედეგად დაკარგავენ ლიცენზიას. ბუნებრივია, ყველა ბიზნესი ისწრაფვის მოგებისკენ, მაგრამ რომ არა ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ბანკები, მერწმუნეთ, ბევრად ნაკლებ მოგებებზეც იქნებოდნენ თანახმა.

მაშ ასე, ბანკი, თავისთავად არც ცუდია და არც კარგი. ის ნეიტრალურია. მთავარია როგორი შევადგენოთ ჩვენი ფინანსური გეგმს ისე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბანკის წესები ჩვენს სასიკეთოდ ან ავირიდოთ თავიდან უსიამოვნო სიურპრიზები. სანამ რაიმე ოპერაციას განვახორციელებ, მე სულ მცირე 30-50 კითხვაზე უნდა მიპასუხონ ბანკში. ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირის სიარული და ბანკის თანამშრომლებზე კითხვებით თავის მობეზრება. მაგრამ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მე მაქსიმალურად გავეცნო "თამაშის წესებს" ე.ი. ბანკში დადგენილ მოთხოვნებს, რათა შემდეგ შევადგინო ფინანსური გეგმა ყოველი ოპერაციისთვის. მიუხედავად ამისა, ყველა ბანკს აქვს რამდენიმე წესი, რომელსაც არავინ გეტყვით, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგებით და ამისთვის ყოველთვის უნდა იყოთ მზად.

 

 

              ამის შემდეგ, მე ვადგენ ფინანსურ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ სამ სავარაუდო მოვლენების განვითარების სცენარს. მაგალითად: როდის შემაქვს და როდის გამომაქვს თანხა, გაუთვალისწინებელი ხარჯის შემთხვევაში ბანკიდან თანხის გამოტანის რა გზები არსებობს ისე, რომ არ დაიკარგოს პროცენტები, როგორ ვიქცევი, რაიმე მიზეზით ბანკმა რომ დამიგვიანოს თანხის მოცემა, როგორ მოვიქცევი, ფულის გამოტანის საჭიროება არასამუშაო დღეს რომ დაემთხვეს, როდის გამომაქვს საპროცენტო სარგებელი და სად მიმაქვს ის, რას ვაკეთებ ბანკმა რომ შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, როგორ უნდა მოვიქცე დათქმულ ვადაში კრედიტის დასაფარი თანხის შეუტანლობამ, რომ არ გამიფუჭოს საკრედიტო ისტორია და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრი რამ შეიძლება წინასწარ გავთვალო, შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც მე არ მომსვლია თავში, ან უმნიშვნელოდ ჩავთვალე თავიდან. ასეთი შემთხვევა, ბანკებთან ურთიერთობაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში იყო მხოლოდ ერთხელ და მაშინ მე ვიზარალე 15.0 ლ.

თუკი თქვენ ივარაუდეთ მოქმედების მხოლოდ ერთი ვარიანტი ეს ისეთია, რომ მოინდომოთ ცალფეხა სკამზე დაჯდომა. შეიძლება რაღაც დრო დაიჭიროთ წონასწორობა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოვარდებით, აუცილებლად. რამდენი ფეხი უნდა ჰქონდეს სკამს, იმისათვის რომ თამამად დაჯდეთ და არ ჩამოვარდეთ? მინიმუმ 3. თუკი 4 ფეხი ექნა, ეს უკვე ნიშნავს რომ თქვენ (თუ ძალზე მთვრალი არ ხართ) არ ჩამოვარდებით. სწორედ ასევეა მოქმედების სავარაუდო გეგმებიც (სცენარები). თუკი თქვენ დაგეგმავთ 3 სავარაუდო სცენარს მაინც, ეს ძალზე დიდი უპირატესობას მოგანიჭებთ ცხოვრებაში. ერთი მინიშნება: ერთ ერთი სცენარი უნდა იყოს - "ყველაზე უარეს შემთხვევაში მე ვიქცევი ასე..."

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge