ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაიღბალი

იღბალი
 | რეიტინგი 3 

 

როდესაც ადამიანი ახერხებს, ამა თუ იმ ხერხით, იშოვოს დიდი ფული, მის წინაშე, მთელი სიმაღლით აღიმართება პრობლემა: როგორ შეინარჩუნოს ის. საკმარისია გაგიჩნდეთ ფული - თქვენ დაგიდგებათ ფულის წაცინცვლის მსურველთა გრძელი რიგი. გამონაკლისი ამ წესისგან არ არსებობს... ამიტომაა რომ, თუკი თქვენ აღმოჩნდით საკმაოდ ჭკვიანი, გამჭრიახი, მოქნილი, გონიერი, სხარტი, იღბლიანი, პატივმოყვარე, ამბიციური და ა.შ. იმისათვის, რომ ჩაგეჭიდათ ხელი ფორტუნას კუდისთვის, თქვენ მოგიწევთ იყოთ კიდევ უფრო ჭკვიანი, გამჭრიახი, მოქნილი, გონიერი, სხარტი, იღბლიანი, პატივმოყვარე, ამბიციური და ა.შ. იმისათვის, რომ არ დაგისხლტეთ ის ხელიდან.

იღბლიანი შემთხვევის დანახვა გაცილებით ძნელია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ. უნდა იყოთ ყოველთვის ფხიზლად და ყურებდაცქვეტილნი იმისათვის, რომ ხელიდან არ გაუშვათ გამართლება. იღბალი არასდროს უვარდებათ ხელთ მათ, ვინც იცდის, ელოდება „გამოდარებას". ის შეიძლება დაიჭიროს მხოლოდ მან, ვისაც ჰყოფნის ვაჟკაცობა გადავიდეს იერიშზე. იღბალი - ეს პრიზია, რომელიც უნდა მოიპოვო, მოქმედება - ეს კი არის მისკენ მიმავალი გზა. იღბალი ეს ისაა, რაც შეიძლება იყოს მიჩქმალული ჩრდილში, გზის განაპირას, თხრილში.

იღბალი - ყოველთვის ალბათობის საკითხია. რაც უფრო ბეჯითად ცდილობთ წარმატების მიღწევას, მით მეტია ტრიუმფის ალბათობა. წარმატება მიდის მათთან, ვინც მუდმივად ცდილობს რაღაცა ახალს, არ ჩერდება პირველივე წინააღმდეგობებზე. ის წყალობს მათ, ვინც სწავლობს და ცდილობს გაერკვეს რაც შეიძლება მეტ სხვადასხვა სფეროში. ის მიდის მათთან, ვინც იღებს უკუ კავშირს და მომენტალურად შეაქვს გეგმაში საჭირო კორექტივები. ის არის იმ ადამიანთა ერთგული, ვინც ჯიუტად მიიწევს წინ, არ უხვევს გეზს და არ ჩერდება.

იღბალი - არის მძლავრი ღვთაება, რომელიც არ დახარჯავს დროს მათზე, ვინც არ არის მზად მისი გამოყენებისთვის.

თუმცა არის ერთი „მაგრამ".

დიდი ძალისხმევის ფასად, კიდევ შეიძლება შეეგუო იმას, რომ ზოგი მდიდარი იბადება და ზოგი ღარიბი, ერთნი ნიჭიერები არიან, მეორენი კი უნიათოები, მაგრამ მიიღო ის ფაქტი, რომ ვიღაცას დაუმსახურებლად და უღვთოდ მუდმივად უმართლებს, მიუხედავად მისი მცდელობებისა, მრწამსისა და მორალური სახისა, ხოლო მეორეს, რომელიც ათჯერ უფრო ღირსეულია ყველა ასპექტში, თავზე ატყდება წარუმატებლობები და გულისტკივილი, ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა სამყარო მოწყობილია ზუსტად ასე. ნიჭი, ბედნიერება და იღბალი მასში შეზღუდული რაოდენობითაა, ყველასთვის საკმარისი არ არის და, რაც მთავარია, ისინი ნაწილდებიან აშკარად არათანაბრად და არასამართლიანად.

და მიუხედავად ამისა, არასოდეს არ უნდა გაჩერდეთ და იაროთ წინ, თუნდაც სიკვდილივით გეშინოდეთ (სასურველია ამ შიშის შესახებ თქვენს და უფლის მეტი არავინ იცოდეს).

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge