ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება10 მლნ. ღირებულების კარის სახელური

10 მლნ. ღირებულების კარის სახელური
 | რეიტინგი 3 

 

ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორმა თავისი კაბინეტის კედელზე დაკიდა ხის დაფა, რომლის ცენტრში დამაგრებულია ჩვეულებრივი კარის სახელური. სახელურის დაბლა, სპილენძის ფირფიტაზე ამოტვიფრულია წარწერა: „სახელური, რომლის ფასია $10 მლნ." უცნაურად გეჩვენებათ ასეთი ნივთი ხელმძღვანელის კაბინეტში? გენერალურ დირექტორს განსხვავებული აზრი აქვს. ის თვლის, რომ ეს სახელური წარმოადგენს კომპანიის წარმატების საწინდარს.

რამდენიმე წლის წინ, კომპანიამ მიიღო დაკვეთა ერთ-ერთი კერძო სკოლისგან. დაკვეთა იყო მცირე ზომის, მაგრამ მისი შესრულების ხარისხისზე იყო დამოკიდებული უფრო დიდი, მრავალმილიონიანიანი კონტრაქტი. კომპანიამ კეთილსინდისიერად შეასრულა სამუშაოები, ჩაეტია როგორც ვადებში, ასევე ბიუჯეტშიც. კლიენტი იყო მეტად კმაყოფილი... რომ არა ერთი პატარა წვრილმანი. ახლადდაყენებულ კარის სახელურებს მუდმივად ჰქონდა პრობლემები. სკოლიდან მოდიოდა პრეტენზიები. რამდენჯერმე გაგზავნილ იქნა ხელოსნებიც, რომლებიც ცდილობდნენ აღმოფხვრათ ეს ბედკრული სახელური. არავის უფიქრია, იქნებ ღირდა გამოეცვალათ უვარგისი სახელურები უფრო ხარისხიანი სახელურებით. ერთხელაც, სახელურმა დატოვა თავისი ადგილ-სამყოფელი და მასზე ჩაჭიდებული ადამიანი ჩაიკეტა კაბინეტში. საბედისწეროდ, „დატყვევებული" აღმოჩნდა არა ვიღაცა, არამედ სწორედ ის ადამიანი, ვისზეც იყო დამოკიდებული მრავალმილიონიანი კონტრაქტის ბედი.

     ამგვარად, უბრალო კარის სახელური კომპანიას დაუჯდა რამდენიმე მილიონი ხელიდან გაშვებული მოგება. გენერალური დირექტორის კაბინეტში დაკიდული სახელური ყველას ახსენებდა ამ ისტორიას. იმას, თუ რას ნიშნავს „კმაყოფილი კლიენტი" და იმასაც, რომ ადამიანი ყველა უწვრილეს დეტალსაც კი უნდა მოეკიდოს დიდი გულისყურითა და ყურადღებით.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge