ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაყველაფერი რაც ხდება ცხოვრებაში, არის უკეთესობისკენ

ყველაფერი რაც ხდება ცხოვრებაში, არის უკეთესობისკენ
 | რეიტინგი 3 

 

იმისათვის რომ დაინახო დიდი სურათი, უნდა გაზარდო დისტანცია. ცხვირი რომ მიადოთ დიდ ბანერს, ვერდაინახავთ რა არის იქ გამოსახული. სწორედ ასეა, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში უეცრად დიდი რაღაცა ხდება: ვკარგავთ ბიზნესს და უამრავ ფულს, გვედება ბანკის უზარმაზარი ვალი და ბანკი გვიყიდის ბინას, იღუპება საყვარელი ადამიანი, ვხვდებით ავარიაში, ექიმი გვისვამს საშინელ დიაგნოზს, ჩაღდება ომი და სულ რაღაც საათებში შეიძლება დაიკარგოსათწლეულების ნაშრომ-ნაჯაფი და ა.შ.

მე ვიცი რას გეუბნებით. მე დავკარგე დედა აფხაზეთის ომში, სამჯერ დავკარგე მთელი ქონება და დავიწყე ნულიდან, დავკარგე ორი შვილი, სამჯერ ვცადე ბიზნესის დაწყება და ან გავკოტრდი ან თითქმის გავკოტრდი, მე არსად არ მიღებდნენ სამსახურში, მე ბანკები არ მაძლევდნენ კრედიტებს და 7 წლის მანძილზე ჩემს მეგობრებს და უბრალოდ ნაცნობებს გამოჰქონდათ კრედიტი ჩემთვის და მე ვფარავდი, 2008 წელს დამიგროვდა ვალები და როდესაც სია შევადგინე, აღმოჩნდა რომ 20 კრედიტორი მყოლია, რამდენჯერმე მეგობრისთვის ვისესხე საკმაოდ მსხვილი თანხები და შემდეგ ჩემი გასასტუმრებელი შეიქნა .... და კიდევ წვრილ-წვრილი რაღაცეები.

როდესაც უშუალო მოვლენების ქარცეცხლში ვიმყოფებით, ფრაზა „ყველაფერი რაც ხდება ცხოვრებაში არის უკეთესობისკენ" ჩვენთვის კარგავს ყოველგვარ აზრს. მეტიც, ის ჩვენ ცინიკურად გვეჩვენება და თუ ვინმე გვეტყვის ამას მაშინ, როდესაც საშინელი ტრაგედია გადაგვხდა, მან შეიძლება ვერც გაგვასწროს.

 

სინამდვილეში კი ხდება აი რა. როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, ის ფაქტიურად გვეუბნება: „მართალია შენ ახლა დაკარგე შენთვის ამ წუთში მეტად მნიშვნელოვანი (დიდი ფული, ბიზნესი, საყვარელი ადამიანი, ჯანმრთელობა და ა.შ.), მაგრამ შენ ნუ იდარდებ, მე შენთვის გამზადებული მაქვს 5-ჯერ, 10-ჯერ მეტი (ან უკეთესი) რამ მომავალში".

 

 

 

ვნახოთ ჯერ ლაითი ვარიანტი. თუ დაკარგეთ დიდი ფული რაიმე ბიზნესის წამოწყებით, უფალი გეუბნება: „გააკეთე კიდევ რამდენიმე მცდელობა, მთავარია არ დანებდე, მთავარია იყო შეუპოვარი და და მე გაშოვნინებ 10-ჯერ, 100-ჯერ მეტ ფულს". თუ დაკარგეთ შვილი, შეიძლება უფალმა არ მოგცეთ კიდევ 5 შვილი, მაგრამ მოგცეთ ერთი შვილი და 5-ჯერ უკეთესი. თუ გაშორდით ქმარს, უფალი არ მოგცემთ კიდევ 5 ქმარს, მაგრამ მოგცემთ ერთს, რომელიც 10-ჯერ თბილი,მზრუნველი, მოსიყვარულე და მშოვნელი იქნება.

ერთი შემთხვევა მაგონდება. ჩემს ნინიკოს გაუტყდა სახლის ქოშები. ძალიან შეეჩვია და უყვარდა ის ქოშები. ძლივს წავგლიჯეთ ხელიდან, რომ გადაგვეგდო. ის იხუტებდა მას სიტყვებით: „ისე მიყვარს ეს ქოშები. არ მინდა სხვა, ეს შემიკეთეთ". ჩვენ მშვიდად ვუხსნიდით: „ნუ ტირიხარ ნინიკო, უკეთეს ქოშებს გიყიდით". მაგრამ ამაოდ. უფალიც ასე ცდილობს გვანუგეშოს, როდესაც ვკარგავთ რაღაცას ან ვიღაცას, რომელიც ჩვენი სულის ნაწილად მიგვაჩნია: „ნუ დარდობ, მე შენთვის უკეთესი მაქვს გამზადებული".

 

გჯეროდეთ რომ უფალი დიდი და მოწყალეა. ის თუ რამეს წაიღებს ჩვენი ცხოვრებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ბევრად უკეთესისთვის გაგვინთავისუფლოს ადგილი. და უფალი არის იმდენად დიდი, რომ მას ყველა ჩვენთაგანისთვის შეუძლია ამის გაკეთება. დაივიწყეთ გაცვეთილი ფრაზა „რესურსები შეზღუდულია". უფლისათვის რესურსები უსასრულოა, „შეზღუდული" არის მხოლოდ ჩვენი რწმენა უფლისადმი და წარმოსახვა, რათა გონების თვალით დავინახოთ მისი შემოთავაზებული.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge