ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაროგორ ვმართოთ საკუთარი რეალობა და ვიპოვოთ შინაგანი ძალის წყაროები?

როგორ ვმართოთ საკუთარი რეალობა და ვიპოვოთ შინაგანი ძალის წყაროები?
 | რეიტინგი 3 

 

რამდენად ხშირად უსვამთ საკუთარ თავს ერთსა და იმავე კითხვას „რატომ"?, ცდილობთ რა გაერკვეთ ამა თუ იმ მოვლენაში, რომელიც ხდება თქვენს ყოფაში?

სპეციალისტი დაიღალა სამუშაოს ძიებით, მორიგი ინტერვიუს შემდეგ და საკუთარი წარუმატებლობების მიზეზების ხანგრძლივი  ანალიზის შემდეგ ის მიდის დასკვნამდე, „რომ კარგ სამუშაოზე მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ კარგი კავშირებით".

სხვა სპეციალისტი წარმატებით გადის რიგ გასაუბრებებს და იღებს საოცნებო სამუშაოს. ის აანალიზებს საკუთარ წარმატებას და ფიქრობს იმაზე, რომ „კარგი სამუშაოს მიღება შესაძლებელია მაღალი მოტივაციის არსებობისას". ეს ორივე გამონათქვამი ასახავს სპეციალისტების შეხედულებას თანამდებობის მიღების მიზეზებთან მიმართებაში.

მე მსურს მოვიყვანო კიდევ რამდენიმე შეხედულების მაგალითი, და შესაძლებელია, რომ რომელიმე მათგანში თქვენ იცნობთ საკუთარ ნააზრევს:

„ბავშვები და კარიერა - ეს ორი შეუთავსებელი რამ არის".

„ადამიანის ცხოვრებაში უნდა არსებობდეს ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. ჩემს ცხოვრებაში აქვს ადგილი ოჯახს, სამუშაოს, ჰობის, მოგზაურობებსა და მეგობრებთან შეხვედრებს".

„ დიახ, ჩემი მოვალეობები მიმდინარე სამუშაო ადგილზე შეესაბამებიან ამ ვაკანსიის მოთხოვნებს. მაგრამ მე მზად ვარ გავრისკო და განვიხილო სხვა ვარიანტებიც. ჩემი გამოცდილება ჯერ არ არის საკმარისი ამ საინტერესო სამუშაოს მისაღებად. მე არც კი დამელაპარაკებიან".

„სიმამაცე ქალაქებს იღებს, მეც მსურს ვსინჯო".

„მე ვერ მივაღწევ სწრაფ წარმატებას, წავალ საკუთარი ინიციატივით გამოსაცდელი ვადის დამთავრებამდე, რადგანაც მე ძალზე ნელა ვსწავლობ კომპიუტერზე მუშაობას".

„სწავლა არასოდეს არ არის გვიან".

„მე ადრე არასოდეს არ მიცდია ამოცანების დასახვა სხვა ადამიანებისათვის, და მე ეს ნამდვილად არ გამომივა".

„ მე შემიძლია ჩემი სამუშაოს ორგანიზება, მე მსურს სხვა ადამიანების სამუშაოს ორგანიზება".

შეხედულება - ეს არის ის, რომელიც არ საჭიროებს მტკიცებულებებს, და რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ  როგორც სიმართლეს. შეხედულებები გვეხება თვითონ ჩვენ, სხვა ადამიანებსაც და ცხოვრებას მთლიანობაში. შეხედულები ზეგავლენას ახდენენ ჩვენს გამოცდილებაზე, შიფრავენ ჩვენთვის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, აყალიბენენ ჩვენს ყოველდღიურ აქტივობას, განსაზღვრავენ ამა თუ იმ გზას წარმატებისაკენ.

შეხედულებები  ნევროლოგიის თვალსაზრისით მჭიდროდ არინ დაკავშირებულნი ჩვენს ემოციებთან და გრძელვადიან მეხსიერებასთან, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესების ცვლილებები და უპასუხონ ჩვენს ქვეცნობიერ რეაქციებს. ფიზიოლოგიურ რეაქციებთან შეხედულებების ასეთი მჭიდრო კავშირის მაგალითს წარმოადგენს პლაცებოს ეფექტი.

არსებობს შეხედულებების ორი ტიპი - „„ლინზების ორი ტიპი" , რომლებიც ზემოქმედებენ ჩვენს ქცევაზე. ეს არის თავისებური ფილტრები, რომელიც ყოველივე არსებულიდან ფილტრავენ ჩვენთვის მხოლოდ იმას, რაც ჩვენ გვინდა რომ გამოვცადოთ და გადავიტანოთ. „ადამიანები ხშირად ცხოვრობენ იმით, რისიც სწამთ - თუნდაც მათ არ სჯეროდეთ იმის, რაც სწამთ" (გ. პალმერი).


1. ტიპი სასარგებლო (მხარდამჭერი) შეხედულებები. ისინი აუმჯობესებენ ჩვენს ცხოვრებას, გვჩუქნიან ჩვენ სიმამაცეს, გვაძლევენ აღმაფრენას მიღწევებისათვის, იძლევიან ჩვენს შეგნებაში დადებითი აზრებისა და ენერგიის სტიმულს: მე ვარ ნიჭიერი და მიზანდასახული, მე ვერაფერი ვერ შემაჩერებს, თუ მე მსურს - ახდება. ყველაფერი  შესაძლებელია. სწავლა არასოდეს არ არის გვიან. სიმამაცე ქალაქებს იღებს. მე ვარ კარგი (ექიმი, პროგრამისტი, ხელმძღვანელი, მშობელი...). მე ბედი მწყალობს და ა. შ.

2 ტიპი მავნებელი (შემზღუდავი)შეხედულებები. ისინი აყალიბენენ ფრთხილი, პასიური ქცევის მოდელს, ზღუდავენ ჩვენს ქმედებებს, აქტივობას, ჩვენი უიმედობის, უსასოობის, ზოგჯერ კი არარაობის საბაბით.

            მე რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მაინც არაფერი არ გამომივა. მე ეს არ შემიძლია. მე ამას არ ვიმსახურებ. ეს არარეალურია. სხვები ჩემზე უკეთესები არიან. უკვე გვიანია რაიმე ახლის სწავლა. შვილები და კარიერა - შეუთავსებელი რამაა, რადგანაც, თუ მე მივიღებ ამას, რაღაცას აუცილებლად დავკარგავ.

            ეს ჩემთვის შეუძლებელია და ა. შ.

            ყველა ეს შეხედულებები აყალიბებენ ჩვენს ქცევას! ჩვენ ვუყურებთ სამყაროს და ორგანიზებას ვუკეთებთ საკუთარ ქცევას ამ ფილტრებით. ჩვენ ველით გამარჯვებებს ან დამარცხებებს, შევდივართ ბრძოლაში  ან ველით ჩასაფრებულნი. ჩვენი შეხედულებები განსაზღვრავენ ჩვენს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, ქმნიან ამა თუ იმ ქცევის, შედეგების, წარმატებების შესაძლებლობებს.

მაგრამ შეხედულებების მართვა შესაძლებელია! ვცადოთ პირდაპირ ახლა!  უპირველესად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: თუ ახდენენ გავლენას თქვენი შეხედულებები თქვენს ცხოვრებაზე? აქ მე გთხოვთ თქვენ გაიხსენოთ სიტუაციები, რომლებიც დაამტკიცებენ თქვენს უუნარობას რაიმე საქმეში. შეხედულებები, რომლებიც გვაძლევენ ჩვენ ძალას, და ასევე შემზღუდავებიც, არც თუ იშვიათად ყალიბდებიან უკუკავშირისა და თქვენი ქცევის განმტკიცების საფუძველზე თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან. ჩაიხედეთ წარსულში და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რომელი სიტუაციებმა და ვინ ამ ადამიანებისაგან (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, მენტორები, ხელმძღვანელები) დაგეხმარა თქვენ თქვენი შეხედულებების ჩამოყალიბებაში? შესაძლებელია, რომელიმე მასწავლებელმა ირწმუნა თქვენი ნიჭიერება ან პირიქით, გითხრათ, რომ, თქვენ არა გაქვთ შესაძლებლობები; შესაძლებელია, რომ რომელიმე ახლო მეგობარს თქვენზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა და თავისი შეხედულებები წარმოადგინა როგორც „ფაქტი", ხოლო თქვენ ისინი აღიქვით როგორც საკუთარი „შემზღუდავი ჭეშმარიტებანი". ან კიდევ შეიძლება თქვენ თვითონ განამტკიცეთ საკუთარ თავში სკეპტიკური განწყობები უნარებთან, ჯანმრთელობასთან, ურთიერთობებთან, ბედნიერებასთან და წარმატებასთან მიმართებაში.

ჩაატარეთ თქვენი შეხედულებების ინვენტარიზაცია. ჩაიწერეთ ისეთები, რომლებიც ეხება: თვითონ თქვენ /ცხოვრებას მთლიანობაში/სამუშაოს/თქვენს შესაძლებლობებს/თქვენს ჯანმრთელობას/თქვენს ოჯახს/ მომავალს/შვილებს/წარმატებას/კულტურას/სხვას/.

4. ყოველი თქვენს მიერ ჩაწერილი შეხედულების შემდეგ, აღნიშნეთ თუ გრძნობთ მას სასარგებლოდ ან მავნედ?

5. ამ შეხედულებიდან, რომლებისაც ჩვენ გვჯერა, რომლის დაარქივება ღირს დროებით?

6. მზად ხართ თქვენ იმუშაოთ მავნე შეხედულებთან?  გსურთ თქვენ ახალი გამოცდილების შეძენა? მზად ხართ ცვლილებებისათვის? თუ გესმით თქვენ, რომ ეს საპასუხისმგებლოა? ის იმით არის ფასეული, რომ ახლა თქვენ თვითონ  შეძლებთ გარდაქმნათ საკუთარი რეალობა? შეეცადეთ შეასწოროთ მავნე შეხედულებ კითხვის „როგორ" დახმარებით და გამოასწოროთ საკუთარი ქცევა. შეხედულებების გარდაქმნის მაგალითები: „მე არ ძალმიძს მივაღწიო წარმატებას ამ საქმეში" / „როგორ მივაღწიო წარმატებას ამ საქმეში?". მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ კითხვის „როგორ" დახმარებით თქვენ შეძლებთ მონახოთ გამოსავალი „უუნარობის" და განაგრძოთ სვლა  საქმეში წარმატების მიღწევის გზაზე (ამოცანათა ჩამონათვალი).

„ჩემს რეზიუმეს არც კი წაიკითხავენ" / „როგორ წარმოვაჩინო ჩემი გამოცდილება და ჩემი მიღწევები სამუშაოზე ისე, რომ მიაქციონ ყურადღება ჩემს რეზიუმეს?". კითხვის „როგორ" დახმარებით თქვენ შეიძლება შეიძინოთ უფრო დიდი თავდაჯერებულობა და შეუდგეთ აქტიურ ქმედებებს - გაანალიზოთ საკუთარი რეალური კომპეტენცია, მიღწევები და მოამზადოთ ხარისხიანი რეზიუმე, რომელიც ღირსი გახდება მომავალი დამქირავებლის ყურადღებისა.

თავისთავად აზრები ან შეხედულებები არ წარმოადგენენ მაგიურ ძალას. ისინი მაშინ იწყებენ მუშაობას, თუ მათზე დაფუძნებულია რაიმე ქმედება. შეიცნობთ რა ძალისა და შეზღუდვების წყაროებს, თქვენ შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ და მართოთ საკუთარი ქცევა, ე. ი. საკუთარი რეალობა!

მიეცით თავს უფლება იაზროვნოთ სხვანაირად, ისურვეთ გარდაქმნათ საკუთარი აზროვნება და თქვენ აუცილებლად დაინახავთ, თუ როგორ დაიწყებს სამყარო შეცვლას თქვენს გარშემო!

საკვანძო სიტყვები: შეხედულებები/ წარმატება / მოტივაცია / შედეგიანობა / საკუთარი რეალობის მართვა / საკუთარი თავის მართვა.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge