ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებამარცხის კონცეფცია

მარცხის კონცეფცია
 | რეიტინგი 3 

პროფესორებმა ჰარი ჰემელმა და ს. პრახალადმა აღწერეს ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარეს მაიმუნთა ჯგუფში. ეს ცდა შესანიშნავად ილუსტრირებს მარცხის კონცეფციას.
ოთხი მაიმუნი მოათავსეს ოთახში, რომლის ცენტრშიც იდგა გრძელი ბოძი. ბოძის ბოლოს მკვლევარებმა დაამაგრეს ბანანების შეკვრა. ერთ ერთი მშიერი მაიმუნი ავიდა ძელზე, მაგრამ ის იყო უნდა წვდენოდა ბანანებს, რომ მას თავზე დააქციეს ერთი კასრი ცივი წყალი. მაიმუნი წივილით დაეშვა ძირს და უარი თქვა შემდგომ მცდელობებზე. ყოველმა მაიმუნმა სათითაოდ სცადა  და ყოველი მათგანი მკვლევარებმა ცივი წყლის აბაზანით გამოისტუმრეს. ბოლოს და ბოლოს არც ერთი მათგანი უკვე არ ცდილობდა ბანანებთან მიახლოებას.
ამის შემდეგ მკვლევარებმა ოთახიდან გაიყვანეს ერთი მაიმუნი და შეუშვეს სხვა. ახალმა მაიმუნმა დაიწყო ძელზე ცოცვა, მაგრამ სხვა მაიმუნები ხელს უშლიდნენ ყოველნაირად. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, რომელთა დროსაც "გამოცდილი" მაიმუნები ექაჩებოდნენ ახალმოსულს ქვევით, მან მიატოვა ძელზე ასვლის მცდელობები.

მკვლევარები ცვლიდნენ "ახალ" მაიმუნებს სხვებით, მაგრამ მოვლენები იგივე სცენარით ვითარდებოდა. "გამოცდილი" მაიმუნები ხელს უშლიდნენ "გამოუცდელს" ბანაბებთან მიახლოებაში. მაიმუნების რამდენიმეჯერ შეცვლის შემდეგ, ოთახში არ დარჩენილა არც ერთი მაიმუნი, რომელსაც განეცადა თავის თავზე ცივი წყლის ჭავლი. მიუხედავად ამისა, ვერავინ ვერ ბედავდა ბოძზე ასვლას, თუმცა არცერთმა მათგანმა არ იცოდა, რატომ არ შეიძლებოდა ამის კეთება. 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge