ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებათანამშრომელთა არამატერიალური მოტივირების 5 მთავარი ხერხი

თანამშრომელთა არამატერიალური მოტივირების 5 მთავარი ხერხი
 | რეიტინგი 3 

ორგანიზაციის მართვის ხელმძღვანელობის პირადი გამოცდილებიდან

საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელფასი დგება შრომის ანაზღაურებიდან, მასტიმულირებელი დანამატებიდან და აღმატებითი კოეფიციენტებიდან. თუ ორგანიზაციას აქვს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, მაშინ ხელფასის ნაწილი შეიძლება დაირიცხოს არასაბიუჯეტო წყაროებიდან (პრემიები, პერსონალური გაცემები). თუმცა, ბიუჯეტის ეკონომიის, სახელფასო ფონდის  ოპტიმიზაციის პერიოდებში ძალზე მწვავედ დგება საკითხი თანამშრომლებზე   ყოველთვიური გაცემების მოცულობის შენარჩუნების საკითხი.

კრიზისის პერიოდში პერსონალის შესანარჩუნებლად, შესაძლებელია, რომ ხელმძღვანელს მოუწიოს არაპოპულარულ ნაბიჯებზე წასვლა. უნდა ინახოს, თუ შრომის ანაზღაურების რომელ ხარჯებზე უნდა ითქვას უარი, ხოლო რომელი მათგანი უნდა შემცირდეს, კანონმდებლობის ნორმების დარღვევის გარეშე. მაგალითად, უნდა დაწესებულ იქნას დანამატების, კომპენსაციების მინიმალური ოდენობები და ა. შ.

შესაძლებელია მატერიალური დახმარების ხარჯებისა და დღესასწაულებზე და იუბილეებზე პრემიების ხარჯები (ეს გადახდები რეგლამენტირდება, როგორც წესი, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით). ეს მოგვცემს ფულის  დაზოგვის შესაძლებლობას მუსაკების სამუშაოდან განთავისუფლების გარეშე.

საკითხი იმაშია, მისცემს კი ეს ხელს თანამშრომლებს?

როგორ დავაკავოთ პროფესიონალები ორგანიზაციაში? მოტივირების რომელი ზომები უნდა იყოს გამოყენებული? HR–მენეჯმენტის თეორიაში არსებობს გაგება – „არამატერიალური მოტივაცია“. გარდა ჩვეული მატერიალური წახალისებების გარდა ბუნებში არსებობს უამრავი საშუალება აჩვენოთ მუშაკს მისი მნიშვნელობა და ფასი. რადგანაც, შრომის საზღაურად მიღებული თანხა წარმოადგენს კომფორტული შრომისა ა მაღალი შედეგების შემადგენელს. ზოგჯერ მომუშავისათვის საკმარისი ხდება კეთილი სიტყვა, დასვენების დამატებითი დღე ან მადლობა შრომისათვის. 

გამოვყოფ არამატერიალური მოტივაციის ხუთ ხერხს, რომლებიც მუშაობენ ყველაზე ეფექტურად ორგანიზაციაში.

 

1. მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

ასეთ შემთხვევაში არ ხდება საჭირო შრომითი შინაგანაწესის წესების მკაცრი დაცვა. მომუშავეს ეძლევა საშუალება იმუშაოს სახლში ან გარკვეულ დღეებში.

2. დასვენების დღეები

აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომელს ეძლევა დამატებითი დასვენების დღეები. ეს არის ე. წ. „წინასწარი“ დასვენება: ხელმძღვანელს ეძლევა ბერკეტი რომ აუცილებლობის სახით  თანამშრომელმა აანაზღაუროს დასვენება. ასეთი დასვენება განსხვავდება ჩვეულებრივი „ადრე ნამუშევარი დროისაგან“. თუმცა, მაინც ძალზე მნიშვნელოვანია მიიღოთ თანამშრომლის განცხადება დასვენების თაობაზე: თუ მას რაიმე უბედურება შეემთხვევა სამუშაო დროის განმავლობაში, მაშინ განცხადება თქვენ ხიფათს აგარიდებთ.

3. მადლობა

თავისებური სახით კოლექტივის წინაშე თანამშრომლის დამსახურებების საზოგადოებრივი აღიარება. შეიძლება  როგორც ზეპირი, ისე სამადლობელი წერილის ან სიგელის ფორმით. ასეთ სიტუაციაში საჯაროდ აღინიშნება თანამშრომლის განსაკუთრებულობა კოლეგების წინაშე გარკვეული სამუშაოს შესრულებისათვის.  ძალზე მნიშვნელოვანია პირადი აღიარებაც ხელმძღვანელის მხრიდან: სწორედ მისი პირიდან აღიქვამს ყველაზე უკეთ თანამშრომელი შექებას და მის წარდგენას კოლეგების წინაშე როგორც პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანის.

4. დამატებითი სწავლება დამსაქმებლის ხარჯზე, გაგზავნა სემინარზე, კონფერენციაზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 

ამასთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევა ფედერალური კანონი N 122: პროფსტანდარტები საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებაში ყველასათვის სავალდებულო გახდება: სახელმწიფო ორგანიზაციებისათვის, და კერძო კომპანიებისთვისაც. ამ დოკუმენტის ძალით დამატებითი სწავლება გახდება პერსონალის მუშაობაში მძლავრი არამატერიალური სტიმული. 

5. ადამიანური თანადგომა თანამშრომლის ცხოვრებაში

სახლში ადრე გაშვება, სახლამდე მანქანით მიყვანა, დახმარება პირად საკითხებში – ყველა ეს მოქმედება ხელმძღვანელის მხრიდან თანამშრომლის მიერ აღიქმება როგორც თანადგომა, შემხებლობა საკუთარ პრობლემებთან მიმართებაში. ასეთ სიტუაციებში ადამიანი იწყებს ფსიქოლოგიურად ვალდებულად ხელმძღვანელის მიმართ და, რასაკვირველია, ყოველთვის გააკეთებს მაგიერს, როდესაც მას სთხოვენ სამუსაოზე გამოსვლას გამოსასვლელ დღეს ან დარჩეს სამუშაო დღის შემდეგაც.

რასაკვირველია, მიდგომა მოტივაციის საკითხისადმი სხვადასხვა ორგანიზაციებში განსხვავდება ერთმანეთისაგან.  ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელმძღვანელის ტიპზე, კორპორატიულ ატმოსფეროზე.  მაგრამ ადამიანური მიდგომა თანამშრომლების მიმართ, ხელმძღვანელის უნარი გაითვალოს მათ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ყოველთვის  გააკეთოს უკმაყოფილების პროგნოზი კომპანიას საბოლოო შედეგად აძლევს  უფრო მეტ ეფექტს, ვიდრე მხოლოდ რთული და დაძაბული  სამუშაოს მატერიალური ანაზღაურება.

 

 

საკვანძო სიტყვები: არამატერიალური მოტივაცია 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge