ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირება5 ნიშანი იმისა, რომ სურთ თქვენი სამსახურიდან გაშვება

5 ნიშანი იმისა, რომ სურთ თქვენი სამსახურიდან გაშვება
 | რეიტინგი 3 

კრიზისის დროს პერსონალს ათავისუფლებენ უფრო ხშირად. პრობლემა იმაშია, რომ ანალიტიკოსების დაკვირვებით, ეს გაშვებები ყოველთვის არ მიმდინარეობს პატიოსნად. უფროსობისგან  რომელიმე ცდილობს თანამშრომლის „განდევნას“, რათა ის საკუთარი სურვილით წავიდეს,  ხოლო ზოგიერთი – აიძულებს ორჯერ მეტად მუშაობას, აჰკიდებს რა თანამშრომელს შემცირებული კოლეგების მოვალეობებს. პორტალის ანალიტიკოსებმა შეკრიბეს ხუთი ყველაზე თვალნათელი „განგაშის ზარი“ იმის თაობაზე, რომ დიდი ვარაუდით, სურთ თქვენი სამსახურიდან გაშვება.

1. თქვენზე გადმოაქვთ უკვე გაგდებული კოლეგების მოვალობები

ეს არის უკანასკნელ დროს ყველაზე პოპულარული მეთოდი, აღნიშნავენ Rabota.ua–ზე. ან თანამშრომელზე გადმოაქვთ უკვე გაგდებული კოლეგების ყველა დავალება, ან – რაც უფრო უარესია – მას გადაეცემა რთული, სანერვიულო ან მოსაწყენი სამუშაო. ამასთან, ამოცანების შესრულება მკაცრად კონტროლდება, ხოლო შეცდომებს და უზუსტობებს – არ პატიობენ. ეს გრძელდება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენზეც თანამშრომელს  ეყოფა მოთმინება.

2. სტაბილურად ამცირებენ ხელფასს

 

ბევრ კომპანიაში გადახედავენ მოტივაციის სისტემებს, მათ შორის – ფულადი სახის. მაგალითად, შეუძლიათ შეამცირონ ჯამაგირი და გაზარდონ ხელფასის „ცვლადი“ ნაწილი. საკითხი იმაშია, თუ რამდენად არის მიღწევადი ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც გამოითვლება ეს ცვლადი ნაწილი. „თანამშრომლის „განსადევნად“ ხელმძღვანელი არა მხოლოდ გადახედავს კრიზისამდელ გეგმას – და საპრემიოც ობიექტურად არაფერია“ – განმარტავენ პორტალის ანალიტიკოსები.

3. თქვენ გადაყავხართ სხვა სამუშაო ადგილზე

შემცირებები კომპანიაში ხშირად იწვევენ საკადრო გადაადგილებებს. ზოგჯერ იმ თანამშრომელს, რომლის თავიდან მოშორებაც სურთ, სთავაზობენ უფრო მარტივ თანამდებობას ან გადაყავთ სულ სხვა განყოფილებაში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ უფრო „მარტივი თანამდებობა“ იმავე თანხაზე ნიშნავს დამატებით დატვირთვას. ასეთმა ახალმა პირობებმა შეიძლება აიძულოს თანამშრომელი წავიდეს ნებაყოფლობით.

მსგავსი სიტუაცია შეიძლება გართულდეს რეგიონულ ოფისშიც. მაგალითად, ლოკალურ ოფისში სამუშაო ადგილებს ამცირებენ, თქვე გთავაზობენ არჩევანს – გადასვლა ან გათავისუფლება .

4. თქვენ მეტად აღარ გაფასებენ

 

მაგალითად, თქვენ ადრე იყავით ბოსის მარჯვენა ხელი, თქვენ განდობდნენ საპასუხისმგებლო დავალებებს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. თქვენ მეტად აღარ გიწვევენ მნიშვნელოვან თათბირებზე, ხოლო კომპანიის სიახლეებს თქვენ უკანასკნელი იგებთ. ხოლო ხელმძღვანელს უჩნდება ახალი  დაახლოებული ადამიანები.

5. თქვენი უფროსი მანიპულირებს ხალხით ან საზიზღრად იქცევა

ეს არის ერთერთი გავრცელებული ვარიანტი, მაგრამ ის მოითხოვს ხელმძღვანელისაგან ფსიქოლოგიის ცოდნას და გარკვეულ ოსტატობას. მიზანი – იგივეა, რომ გაიძულოთ წახვიდეთ ნებაყოფლობით. ზეწოლის საშუალებებად შეიძლება გამოყენებულ იქნას უსამართლო შენიშვნები და შარის მოდება, ზიზღი და იგნორირება. ზოგიერთნი იყენებენ რეკომენდებულ პრაქტიკას „დაყავი და იბატონე“ – დემონსტრატიულად აქებს ზოგიერთებს და ლანძღავს სხვებს.

„უმაღლესი პილოტაჟი“ – როდესაც თქვენ გხვდებათ ყველა სიკეთე, რომლებიც თქვენ საერთოდ კი გესაჭიროებათ, კოლეგების ზიანის ხარჯზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ მათზე – ახალი კომპიუტერი, მივლინება უცხოეთში ან ტრენინგი. და მასთან ერთად ხდება უფროსის ახალი დამოკიდებულების დემონსტრირება , რომელიც იწვევს ჭორებს თქვენს ზურგს უკან. ნერვები უკიდურესად დაჭიმულია – და განცხადება დიდი ხნის მომლოდინე შეფის მაგიდაზე“, – აღწერს სიტუაციას Rabota.ua

რა ვაქნათ?

უფროსობასთან „ომის“ მცდელობა – მცირედ ეფექტურია, თუნდაც  რომ შეძლოთ სამუშაო ადგილის შენარჩუნება, ამ კომპანიაში შემდგომი  დასაქმების არანაირი გარანტია არ რჩება. უმჯობესია მიიღოთ მაქსიმუმი სიტუაციიდან:  გამოსძალოთ დამსაქმებელს  ბონუსები (დაწყებული სარეკომენდაციო წერილიდან და დამთავრებული ანგარიშსწორებით). ბოლომდე გამოიყენოთ სამედიცინო დაზღვევა, სპორტდარბაზის აბონემენტი, გამოიყენოთ სოციალური შეღავათები, რომლებიც ეძლევა თანამშრომლებს და ა. შ.

 

 

 

საკვანძო სიტყვები:   სამუშაოდან გათავისუფლება 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge