ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაკორონავირუსით დაინფიცირებული ეკონომიკა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

კორონავირუსით დაინფიცირებული ეკონომიკა
 | რეიტინგი 3 

 

ჯერ-ჯერობით (2020 წლის მაისის პირველ ნაახევარში) ბიზნესების ნაწილი დახურულია და არ ფუნქციონირებს. დავუშვათ, რომ კორონავირუსი უკან დაიხევს და გაიხსნა რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სილამაზის სალონები, სპორტული სანახაობები და ა.შ. ვინაიდან მთავრობა დაავალდებულებს კომპანიებს დაიცვან უსაფრთხოების ზომები, კომპანიებს გაეზრდებათ ხარჯები. სოციალური დისტანციის დაცვა გამოიწვევს, რომ თუკი ადრე მაღაზია საათში ემსახურებოდა 100 ადამიანს, გახსნის შემთხვევაში იგივე დროის პერიოდში მოუწევს მოემსახუროს 20 ადამიანს.

ახლა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ რესტორანი. 2019 წელს თქვენი რესტორნის საშუალო თვიური ხარჯი შეადგენდა 32750 (იჯარა, ხელფასები, გადასახადები, საწვავი, პროდუქტები, ბანკის კრედიტი და ა.შ.). თვის განმავლობაში თქვენ ემსახურებოდით საშუალოდ 780 ადამიანს (დღეში 30 ადამიანს, თვეში 26 დღე) და გქონდათ ნავაჭრი 37500 ლარი (30 ადამ. * 50,0 * 25 დღ. = 37500 ლ).

ახლა წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს მთავრობამ ივლისში სრულად დართო ნება გაიხსნას ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, ახალი მოთხოვნების თანხლებით. 2020 წელს თქვენ უკვე მოგიწევთ დამცავი ტიხრების დამონტაჟება, სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება, დამატებითი პერსონალის აყვანა, რომელიც შეასრულებს ყოველივე ამ ოპერაციებს. ვთქვათ, რომ ხარჯები გაგეზარდათ თვეში 2000 ლარით. მაგრამ, უკვე შეძლებთ მოემსახუროთ მხოლოდ საშუალოდ თვეში 380 ადამიანს. შარშანდელ პირობებში თქვენ გექნებოდათ ხარჯი 25750 ლარი, მაგრამ ვინაიდან ამას დაემატა „უსაფრთხოების ხარჯები“, ხარჯი გაგეზრდებათ 27750 ლარამდე. ეს მასალების უცვლელი ფასების შემთხვევაში. მაგრამ თუკი გაძვირდა პროდუქტები, საწვავი და ა.შ., ხარჯი იქნება უფრო მეტიც. თუმცა, თქვენ შეიძლება იპოვოთ ხარჯების შემცირების სხვა საშუალებები (მაგალითად, დააკლებინოთ იჯარის საფასური, გადაავადებინოთ კრედიტის დაფარვის გრაფიკი, იპოვოთ ახალი მომწოდებელი, და ა.შ.), რაც დაგიკომპენსირებთ პროდუქტების გაძვირების მომატებულ ხარჯს.

 

ახლა ვნახოთ ნავაჭრი. თვის საშუალო ნავაჭრი გექნებათ 19 000 (380 ადამ. * 50,0 ლ= 19 000 ლ). გამოდის, რომ თვეში იზარალებთ 8750 ლ. და რა გამოსავალი გექნებათ ასეთი სიტუაციიდან. თქვენ გექნებათ რამდენიმე არჩევანი: დახუროთ რესტორანი, გაზარდოთ ფასები, ეძებოთ კლიენტთა მომსახურების დამატებითი საშუალებები. ან ამი სამი ვარიანტის სხვადასხვა კომბინაცია. თუ თქვენ გაქვთ რესტორნების ქსელი, თქვენ შეგიძლიათ დახურო მათი ნაწილი, მაგრამ არა ყველა. და რამდენად უნდა გაზარდოთ ფასი? თუ 2019 წელს საკმარისი იყო თითო კლიენტზე საშუალოდ 50,0 ლ შემოსავალი, დღეს იგივე პროდუქციაში უნდა დააწესოთ 73,0 ლ (27750 ლ / 380 ადამ.=73,0 ლ), რაც არის 46%-იანი ზრდა. მაშინაც კი, თუკი მიაგნებთ საშუალებას გაზარდოთ კლიენტთა რაოდენობა (მაგალითად, სახლში მიტანის სერვისი), ეს მაინც ვერ იქნება დიდი შვება. დამატებითი საშუალებების რეალიზებაც იქნება დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან (მოგიწევთ სკუტერების შეძენა, საწვავის უზრუნველყოფა, კურიერებზე ხელფასის გაცემა და ა.შ.).

რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ზემოთქმულიდან. ფასების ზრდა იქნება გარდაუვალი შედეგი. მოსალოდნელი ინფლაცია იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვიყავით შეჩვეული ბოლო წლების მანძილზე. არ არის გამორიცხული ინფლაციის მაჩვენებელი გახდეს ორნიშნა რიცხვი. ეს თავის მხრივ გამოიწვევს კრედიტების გაძვირებას. და ეს დასკვნა არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ანალოგიური გამოწვევები დადგება ყველა ქვეყნის ბიზნესმენთა უმეტესობის წინაშეც.



ავტორი: ირაკლი პატარაია
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge