სამოქმედო გეგმის არსებობა გვაძლევს ბიძგს, ძალას და ორიენტაციას. მნიშვნელობა არა აქვს ჩამოწერილ სიას მიჰყვები თუ ნაბიჯების წყობას - მაშინ როდესაც იცი რისკენ მიიწევ, მეტი სტიმული გაქვს მოქმედებისათვის - სწორი მიმართულებით. შედეგად ყველაფერი უფრო სწრაფად ხდება, ვინაიდან აღარ გიწევს ნერვიულობა და ფიქრი იმაზე, თუ რომელია მომდევნო ნაბიჯი. ამავდროულად გაცნობიერებული გაქ რომ ენერგიას სწორად აბანდებ იმ მოქმედებების სწორად განსახორციელებლად, რომლებსაც შენს სურვილებთან უფრო და უფრო ახლოს მიჰყავხარ.
ვთქვათ სახლის აშენება გინდა, ალბათ არ წახვალ საშენი მასალების საყიდლად იქამდე ვიდრე იმას არ გადაწყვეტ როგორი სახლი გსურს. კიდეც რომ წასულიყავი ფულთან ერთად დახარჯავდი იმ ენერგიასაც, რომელსაც არასაჭირო მასალის ყიდვას მოახმარდი. ჯობია შემოქმედებითად იაზროვნო და ჯერ ის წარმოიდგინო, როგორია შენი ოცნების სახლი. ამის მერე უკვე გეცოდინება, რა მასალაა საჭირო წარმოდგენილი სურათის რეალობად ქცევისათვის. შენებასაც სახურავიდან კიარა საძირკვლიდან დაიწყებ და ზედ დაადებ ყოველ მომდევნო აგურს. როდესაც სამოქმედო გეგმა შემუშავებული გაქვს, უფრო თავდაჯერებული ხდები, გიმძაფრდება სურვილი, სასწრაფოდ რამე მოიმოქმედო იმის მაგივრად, რომ წლების მანძილზე იჯდე, შემდეგ ნაბიჯზე ფიქრობდე და შიშისაგან უფრო და უფრო პარალიზებული ხდებოდე. შენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო რომ გაიზარდოს, კარგი იქნება, თუ ამ სამოქმედო გეგმას დაანაწევრებ. ეს შენი მიზნისკენ მიმავალ გზას სულ პატარ-პატარა, ადვილად გადასადგმელ ნაბიჯებად დაყოფს. შედეგად კი რაც უსასრულო და შეუძლებელი გგონია, გაცილებით მარტივად მოგეჩვენება.
თუ გსურს, გახდე იმის ნაწილი რაზეც ოცნებობ ან ვთქვათ არასწორად დგამ რომელიმე ნაბიჯს, მაშინ პრობლემის მოგვარებაში შენს გეგმაში სწორად ლავირება დაგეხმარება. გაცილებით ადვილია, შეცვალო ან ხელახლა გადადგა ნაბიჯი, რომელიც ძალიან პატარა იყო, ვიდრე შეცვალო დიდი პროექტი, რომელიც ნაბიჯებად არც ყოფილა დაყოფილი.
ასე რომ ამ მომენტიდანვე დაიწყე ფიქრი შენი ოცნების ახდენაზე, ოღონდ არა ერთი დიდი ნახტომით არამედ პატარ-პატარა ნაბიჯებით და ამოცანებით.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.