ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიFacebook-დაბადება: როგორ იყო ეს:

Facebook-დაბადება: როგორ იყო ეს:
 | რეიტინგი 3 

 

Facebook-დაბადება: როგორ იყო ეს:

მთელს მსოფლიოში სიტყვებზე „სოციალური ქსელი" ყველას თვალწინ წარმოუდგება მარკ ცუკერბერგის პირმშო Facebook და ამაში არაფერიი არაა გასაკვირი, რადგან დღეისთვის Facebook წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს. არც დიდი ხნის წინ მასში დარეგისტრირდა მეასოცმილიონე მომხმარებელი.

გარდა ამისა, დღეისათვის Facebook წარმოადგენს XXI საუკუნის საუკუნის კომპანიის საუკეთესო განსახიერებას. თავისი ქსელი ცუკერბერგმა დაარსა სულ რამდენიმე წლის წინ, და მასზე უკვე გამოდის წიგნები, სტატიები, სადაც მოთხრობილია, თუ ხდებოდა ეს ყველაფერი. რაშია Facebook-ის უნიკალურობა? მოდით, ერთად გავერკვეთ ამაში და ამისათვის გავიაროთ მარკ ცუკერბერგოს მიერ  ამ პროექტის შექმნის მთელი გზა.

ნიჭიერი ახალგარზდა ადამიანი. ბილ გეითსი, სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი, მარკ ცუკერბერგი. რა აერთიანებს ამ ადამიანებს? პირველ რიგში ის, რომ ისინი სერიზოულად გამოირჩევიან ხალხის საერთო მასისაგან. მათ ახასიათებთ არასტანდარტული აზროვნება და განსხვავებულობა გარშემო მყოფთაგან. მათი გაგება ძნელია, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, ცვლის მთელს მსოფლიოს.

ადრე საზოგადოებას უბრალოდ არ ჰქონდა ამის საშუალება, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. თანაკლასელები აღარ იკარგებიან სკოლის დამთავრების შემდეგ, ხოლო ყველა მეგობარი ხელისგულზეა. ამავდროულად, ურთიერთობები ადამიანთა შორის მდგომარეობს არა მხოლოდ პირდაპირ მიმოწერაში. Facebook წარმოადგენს ისეთ კონენტურ პროექტს, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი მისი ფოტოებისა და ვიდეოს დახმარებით, რაიმე კომენტარებითა და კიდევ მრავალი სხვა რამით.  თუმცა, Facebook არ იზღუდება მხოლოდ ნაცნობი ადამიანების კავშირებით. მრავალრიცხოვანი ჯგუფები ეხმარებიან თავის გარშემო ადამიანებს თავმოყრაში. და თუ არ ჩავთვლით იმას, რომ Facebook წარმოადგენს ანკეტების უზარმაზარ ბაზას,  რომელითაც აღემატება ყველზე პოპულარულ გაცნობის საიტებს. ძალზე შთამბეჭდავია მეორე ნახევრების მოძებმის შესაძლებლობებიც. აშშ-ში Facebook-ის საშუალებით რამდენადმე შეიცვალა ქუჩაში ადამიანების გაცნობის მოდელი. უკვე აღარავის აღარ უკვირს, როდესაც ქალიშვილი ტელეფონის ნომრის ნაცვლად იძლევა თავის მისამართსFacebook-ში, რათა ახალგაზრდა მამაკაცმა ის თავის მეგობრებში დაამატოს. Facebook-ის საშუალებით ადვილია იმის გაგება, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი, მისი მეგობრებისა და ფოტოების ნახვა და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტა, ღირს თუ არა მასთან რაიმე ურთიერთობების დამყარება.

მხოლოდ უბრალო ადამიანები არ სარგებლობენ  მარკ ცუკერბერგის ქმნილების ნაყოფებით. დღეს უკვე ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს Facebook-ის საშუალებით, ამოწმებს კანდიდატებს ვაკანტურ ადგილებზე ამ სოციალური ქსელის საშუალებით და ურთიერთობს კლიენტებთან

მაგრამ როგორ იწყებოდა Facebook-ის ისტორია?

მარკ ცუკერბერგი დაიბადა ნიუ იორკის შტატის ქალაქ დობსში 1984 წლის 14 მაისს. უკვე ბავშვობიდან მან თავი გამოავლინა როგორც ცნობისმოყვარე ახალგაზრდა ადამიანმა. ასე, დიდი ხნის განმავლობაში გატაცებული იყო ანტიკურობით და სერიოზულად სწავლობდა ძველ ენებს. როდესაც მარკი მე-6 კლასში სწავლობდა, მის წინ გაიხსნა კომპიუტერული პროგრამირების საოცარი და მიმზიდველი სამყარო. იმ დროისათვის თითქნის ყველა ახალგაზრდა გატაცბული იყო კომპიუტერებით და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მარკმაც დაიწყო პროგრამირება. მისი პირველი ენა იყო არა Basic ან Pascal (როგორც ყველა დამწყები პროგრამისტის), არამედ სერიოზული და მრავალწახნაგოვანი. ძველი ენებით გატაცება დაეხმარა ცუკერბერგს საკმაოდ სწრაფად აეთვისებინა არც ისე მარტივი კომპიუტერული ენა.

იკვე მე-9 კლასში მან წარმოადგინა საკუთარი პატარა თამაში სახელწოდებით „რისკი" მაგრამ  ნამდვილი წარმატება მარკთან ცოტა მოგვიანებით მოვიდა, როდესაც ის სწავლობდა ნიუ-ჰემპშირის სკოლა-ინტერნატში. იქ ამ ახალგაზრდამ დაწერა  დამატება მედიაპლეერისათვის Windows-ის გამოყენებით, რომელიც აანალიზებდა მომხმარებელთა გემოვნების უპირატესობებს, რის შემდეგაც აგროვებდა კომპიუტერში ფლეი-ლისტებს მუსიკალური ბიბლიოთეკიდან. კომპანია Apple-მ მსგავსი ფუნქცია iTunes-ისათვის 2008 წელს წარმოადგინა, ხოლო მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ Facebook-ის დაარსებამდე. ახალგაზრდა გენიოსის მიერ შექმნილმა პლაგინმა მიიიღო სახელწოდება Synapse და მას სწრაფად მიქციეს ყურადღება ისეთმა დიდმა კომპანიებმა, როგორიცაა Nullsoft, რომელიც უშვებს პოპულარულ პროგრამას  WinAmp და თვით Microsoft-მა. მარკს 2 მილიონი დოლარი შესთავაზეს მის ნამუშევარში, მაგრამ მან უარი განაცხადა და სასწავლებლად ჰარვარდში გაემგზავრა. რომ უკვე ავღნიშნეთ, ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი.

.საინტერესოა, რომ კომპანია Microsoft-ს ძალიან უნდოდა ცუკერბერგის სკოლის დამთავრებისთანავე  როგორც პროგრამისტის სამუშაოდ აყვანა, შეთავაზება ამ ახალგაზრდისათვის ძალიან სარგებლიანად და მაცდურად გამოიყურებოდ, მაგრამ უთხრა უარი უმსხვილეს კომპიუტერულ კომპანიას, როდესაც ჯერ კიდევ არა გაქვს უმაღლესი განათლება, ფენომენალური რამაა, მაგრამ ეს სრულებითაც არ აწყობდა მარკს. ჰარვარდში ის სწავლობდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის წლები მარკს იმით დაამახსოვრდა, რომ უპირველეს ყოვლისა, ის კარგად სწავლობდა, ხოლო მეორეს მხრივ, შესძლო თავის გამოჩენა იმით, რომ გატეხა სპეციალური სერვერი, რომელშიც ინახებოდა მთელი ინფორმაცია ამ დაწესებულების მოსწავლეთა შესახებ, მათი ფოტოებისა და დამატებითი მონაცემების ჩათვლით.  ცუკერბერგმა გატეხა სერვერი და შექმნა პატარა დანართი, რომლის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ წყვილ-წყვილად გამოჰყავდა ჰარვარდის სტუდენტი გოგონების ფოტოები, ხოლო მომხმარებელს სთავაზობდა უფრო სიმპათიურის ამორჩევას. ასეთი დარღვევისათვის ცუკერბერგმა სერიოზული საყვედური მიიღო, მაგრამ კომისიამ მაშინვე აღნიშნა, რომ მარკი არის განსაკუთრებულად ნიჭიერი კომპიუტერის სპეციალისტი.

სწორედ სწავლის პერიოდში მოუვიდა ცუკერბერგს Facebook-ის საიტის შექმნის იდეა. თავდაპირველად ის მუშაობდა მეგობრების ჯგუფთან ერთად  ConnectU-ს პროექტზე, რომელიც თავისი არსით Facebook-ის წინამორბედი იყო. ამ საქმეში ცუკერბერგი პროგრამისტის როლიში გამოდიოდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მან აცნობა თავის პარტნიორებს, რომ აღარ აპირებს საიტის დასრულებას. რამდენიმე ხნის შემდეგ კი სამყაროს მოევლინა Facebook. ConnectU-ს წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ცუკერბერგმა მოიპარა მათი იდეა. შეიძლება, რომ ასეც იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი.

Facebook-ის დაბადება. ასე და ამრიგად, 2004 წლის 4 თებერვალს გამოჩნდა ქსელი Facebook. მართალია, ის ფუნქციონირებდა  მხოლოდ ჰარვარდის ტერიტორიაზე და ცოტა ხნის შემდეგ მასზე რეგისტრაცია გაიხსნა ყველა მოსწავლისა და სტუდენტისათვის. მთავარი პირობა იყო საფოსტო მისამართის ქონა edu-ს ზონაში, რომელიც ადასტურებდა კიდეც ადამიანის საგანმანათლებლო  წრისადმი კუთვნილებას.

უნდა ითქვას, რომ პირველ ხანებში ამგვარმა ტაქტიკამ შესანიშნავად იმუშავა. პროექტი ყურადღებას იქცევდა, მაგრამ, ამავე დროს, მისი აუდიტორია საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. რეგისტრაციისათვის საჭირო იყო დაწვრილებითი პროფილის შედგენა, ხოლო edu -ს ზონაში ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა შემქმნელები მოითხოვდნენ ნამდვილ ფოტოსურათსაც. ის ადამიანები, რომლებიც ავატარებს იყენებდნენ, ქსელიდან იშლებოდნენ.

რესურსმა მალე დაიწყო გასვლა საგანმანათლებლო ქსელიდან და ყოვედღიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა. ცუკერბერგმა დაიწყო ინვესტორების ძებნა. და იპოვა. პირველი ფული მარკმა მიიღო კომპანია PayPal დამაარსებლის პიტერ ტილისგან, რომელიც ცნობილი იყო მთელს სილიკონის ველზე. თანხამ შეადგინა 500 ათასი დოლარი, მაგრამ ეს ფული სავსებით საკმარისი აღმოჩნდა Facebook-ის უახლოესი მიზნებისათვის. არ გასულა ერთი წელი მისი დაარსებიდან, რომ სოციალური ქსელით უკვე 1 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობდა. პროექტის განვითარებისათვის ისე საჭირო იყო ფული და მისმა ნაკადმაც დაიწყო დენა Facebook-ში. ჯერ Accel Partners-მა ჩადო 12,7 მილიონი დოლარი, ხოლო შემდეგ Greylock Partners-მა დაამატა კიდევ 27,5 მილიონი დოლარი.

2005 წლისათვის Facebook ხელმისწავდომი გახდა აშშ-ის ყველა სასწალო დაწესებულებისათვის. ცუკერბერგი ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მისი პროექტი მხოლოდ სტუდენტურ ქსელს წარმოადგენდა, მაგრამ მომხმარებელთა ინტერესი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. ასე იქნა მიღებული ყველა მსურველისათვის პროექტის გახსნის გადაწყვეტილება. დაიწყო Facebook-ის ეპიდემია.

მთავარი, რითაც Facebook მომხმარებელთა ყურადღებას იპყრობდა, იყო მისი ძირითადი განსხვავება სხვა სოციალური ქსელებისაგან, თუნდაც იგივე LiveJornal-ისგან. ისინი იმით იყვნენ შემოფარგლულები, რომ კრიბდნენ რეალურ ცხოვრებაში უცნობ ადამიანებს, ხოლო Facebook გაკეთებული იყო  რეალური ნაცნობების დასაკავშირებლად. ეს რაღაც ახალი იყო.

Facebook-ის აუდიტორია სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო ლაპარაკი პროექტის შემოსავალზე. ყველა ელოდებოდა, რომ მისი მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყო კონტექსტური რეკლამა. საქმე იმაშია, რომ Facebook-ზე თითოეული მომხმარებლი ავსებს დეტალურ ანკეტას, რომლის საშულებითაც შესაძლებელია მისი ინტერესების გაგება. ცხადია, რომ ეს დიდ შესაძლებლობებს აძლევს რეკლამების დამკვეთებს, რომელთაც სურთ მათთვის საინტერესო აუდიტორიის მოძიება. მაგრამ Facebook დიდი ხნის განმავლობაში უბრალოდ აფართოებდა საკუთარ აუდიტორიას. როდესაც მან გადააჭარბა 50 მილიონ მომხმარებელს, მსხვილმა კომპანიებმა ერთიმეორის მიყოლებით დაიწყეს სურვილის გამოთქმა ცუკერბერგის პროექტის შესაძენად. ასე, მაგალითად, ამ სოციალური ქსელის საფასურად Yahoo! 900 მილიონ დოლარსაც სთავაზობდა. თანხა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მან სრულებითაც არ დააკმაყოფილა მარკი.

2007 წელს მოხდა Facebook-ისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა: კომპანია Microsoft-მა შეიძინა Facebook-ის აქციების 1,6% საკმაოდ სოლიდურ ფასად - 240 მილიონ დოლარად. აქედან გამომდინარე, ბევრმა ანალიტიკოსმა ივარაუდა, რომ Facebook-ის მთლიანი ღირებულება 15 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ეს არ არის ცუდი შედეგი ისეთი კომპანიისათვის, რომლის წლიურ ბრუნვა 200 მილიონს არ აღემატებოდა. გარიგების შემდეგ მოხდა საკმაოდ საინტერესო მოვლენა - თვით  ბილ გეითსიც დარეგისტრირდა Facebook-ში. თავდაპირველად ის ყოველდღიურად რამდენიმე საათს უთმობდა ყველა მსურველთან ურთიერთობას, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი აქაუნთის გაქრობა, რადგან ასეთების რიცხვი ძალიან დიდი იყო. ის უბრალოდ ფიზიკურად ვერ ასწრებდა ყველასთან ურთიერობას. მიუხედავად ამისა, გეითსმა მთელს მსოფლიოში უზრუნველყო სერიოზული პიარი Facebook-სათვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Microsoft-ისათვისაც იმის გათვალსიწინებით, რომ ის ფლობს ექსკლუზიურ ხელშეკრულებას Facebook-თან, რომლის მიხედვითაც წარმოადგენს Facebook-ის უმთავრეს სარეკლამო პარტნიორს.

უნდა ითქვას ისიც, რომ Facebook-ის ღირებულება ხშირად იწვევს კამათს ანალიტიკოსებში. პროექტის ფასი მერყეობს 5-დან 15 მილიარდ დოლარამდე. საქმე იმაშია, რომ კომპანიის შემოსავლები ჯერ კიდევ ვერ ესადაგებიან მის სავარაუდო საბაზრო ღირებულებას (ცუკერბერგი იმედოვნებს, რომ წელს Facebook 300 მილიონ დაოლარამდე გამოიმუშავებს).
IPO-ს (პირველი საჯარო გაყიდვა) შესახებ ცუკერბერგი ჯერ არ დაფიქრებულა. ამას აქ კიდევ ფინანსური კრიზისიც დაერთო, რომელმაც ეს პროცედურა მინიმუმ რამდენიმე წლით გადასწია.

თუ ვილაპარაკებთ ატმოსფეროზე უშუალოდ კომპანიის შიგნით, ის დღემდე შეესაბამებოდა ტექნიკური სტარტაპის იმიჯს. არავითარი დრეს-კოდი, თავისუფალი სამუშაო დღე, სანდლებში მოსიარულე დამაარსებელი - ეს ყველაფრი დღემდე აქტუალურია Facebook-ისათვის. მართალია, მას შემდეგ, რაც კომპანიაში მოვიდა შერილ სენბერგი Google-დან, სიტუაცია რამდენადმე შეიცვალა. დისციპლინა კომპანიაში ძალზე გამკაცრდა. Facebook იწყებს გარდაქცევას სტარტაპიდან კორპორაციად.

ტექნიკური ინოვაციები და ფულის გამომუშავების შესაძლებლობები.

Facebook-ის უკანასკნელ გარღვევად იქცა საკუთარი API-ის შემუშავება, რომელმაც მთელს მსოფლიოში მისცა საშუალება ადამიანებს დაეწერათ საკუთარი პროგრამები სოციალური ქსელებისათვის. საკმაოდ სწრაფად დაიწყო პროექტზე პატარ-პატარ დანართების დამატება სარგებლიანობის სხვადასხვა დონით. სხვადასხვა ინფორმერები, კალენდრები, ორგანაიზერები. მაგრამ მთავარი გახდა თამაშები, რომლებმაც გადაავსეს Facebook.

საინტერესოა, რომ ბევრი პროგრამისტმა პლატფორმის წყალობით უკვე გააკეთა სერიოზული ფული. ხოლო Facebook Apple-საგან განხვავებით (სიტუაცია iPhone-სთან დაკავშირებით) მათგან არანაირ ფულს არ იღებს. რაც შეეხება გამომუშავების მოდელებს, აქ კომპანია ცდილობს რამდენიმე ვარიანტის გამოცდს

რეკლამის გაყიდვა - ეს ყველაფრი ნამდვილად არ არის. ასე, არც ისე დიდი ხანია, რაც ქსელის წევრს შეუძლია შეუკვეთოს სხვა პირს სავსებით რეალური საქონელი, რომლის მიღებაც ჩვეულებრივ მაღაზიაში შეიძლება. რა არის ამისათვის საჭირო? გადაიხადო საქონლის საფასური და აირჩიო ადრესატი. მას მიუვა სპეციალური იდენტიფიკატორი, რომელიც მან უნდა წარადგინოს Facebook-ის კომპანიონ რომელიმე მაღაზიაში. კიდევ ერთი საინტერესო საშუალება, რომლითაც Facebook ფულს გამოიმუშავებს, არის  კომპანიის ფასიანი ჯგუფები. საერთოდ, მრავალი ფირმა თავიდან დაფიქრდა Facebook-ზე საკუთარი ჯგუფების შექმნაზე, მაგრამ შემდეგ რესურსის  ადმინისტრაციამ შემოიღო სერიოზული შეზღუდვები, რომლებმაც გაართულეს ჯგუფის აუდიტორიის მის შემქმნელებთან ურთიერთობა. კერძოდ, ერთერთი ასეთი შეზღუდვაა დღეში 1200 შეტყობინება, რომლის დაგზავნაც შეუძლია ჯგუფის ადმინისტრატორს. მაგრამ რაში მდგომარეობს მილიონების არსი? მაშინ კომპანიას მოუწევს ფასიან ჯგუფზე ხელმოწერა. აქ კი  შესაძლებლობები საკამოდ ფართოა, რადგან არ არსებობს შეზღუდვები ჩვეულებრივი ჯგუფებისათვის და საერთოდ, ყველაფერია გაკეთებული იმისათვის, რომ კომპანია პროდუქტიულად ურთიერთობდეს კლიენტებთან. არსებობს გვერდის საფირმო სტილად სტილიზაციის საშუალებაც.

დღეისათვის Facebook-ში მუშაონს 230-მდე სპონსორული ჯგუფი, რომლებსაც პროექტისთვის მოაქვთ თვეში 23 მილიონ დოლარამდე. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ჩამოაყალიბეს საკუთარი სპონსორული ჯგუფები, უნდა აღინიშნის Apple, Nike, Victoria's Secret.

მიმდინარე სიტუაცია. დღეისათვის კომპანია დაკავებულია იმით, რომ ცდილობს დაიკავოს სერიოზული პოზიციები აშშ-ს ფარგლებს გარეთ. აქ Facebook წააწყდა ისეთ პრობლემას, როგორიცაა საკუთარი მრავალრიცხოვანი კლონები. მაგალითად, ცოტა ხნის გამოჩნდა Facebook-ის რუსულენოვანი ვერსია, მაგრამ ის პოპულარული ნამდვილად არაა. ზოგიერ სიტუაციებში Facebook სასამართლოშიც მოუწია საჩივრის შეტანა.

ნებისმიერ სიტუაციაში, ამ მომენტისათვის მარკ ცუკერბერგის პროექტი წარმოადგენს ინტერნეტში ერთერთ მნიშვნელოვან რესურსს. ცხადია, რომ ბუმი სოციალურ ქსელებზე ადრე თუ გვიან ჩაქრება, მაგრამ Facebook-ს არ ემუქრება პოპულარობის დაკრგვა. ეს არის მიზნობრივი პროექტი, რომელიც მტკიცედ დამკვიდრდა ადამიანთა ყოფაში მთელს მსოფლიოში. ის გახდება ცხოვრების ისეთივე ნორმა, როგორიცაა ტელეფონი, რომელსაც უკვე დიდი ხანია ისე მივეჩვიეთ, რომ ვერც კი ვამჩნევთ მის არსებობას.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge