ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიIntel–ის ისტორია

Intel–ის ისტორია
 | რეიტინგი 3 

კომპანია Intel დღეისათვის მსოფლიოში ნახევარგამტარების უდიდესი მწარმოებელია მან შეცვალა მსოფლიო არანაკლებ, ვიდრე ეს თავის დროზე გააკეთეს Apple–მ და Microsoft–მა. უფრო ზუსტად ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ Intel–ის გარეშე. სწორედ Intel–მა გამოიგონა მიკროპროცესორი – თანამედროვე კომპიუტერების გული. XXI საუკუნის დასაწყისში Intel–ის პროცესორები დაყენებული იქნა კომპიუტერების 80%–ზე მთელს მსოფლიოში. Intel დღეს უშვებს პროდუქციის საკმაოდ დიდ სპექტრს, რომელიც არ მთავრდება მხოლოდ პროცესორებით. კომპანია აწარმოებს დედა–პლატებს, ფლეშ–მეხსიერებებს, კონცენტრატორებსა და მარშრუტიზატორებს, კონცეპტუალურ ნოუთბუქებს და უამრავ სხვას.

Intel – ეს არის კომპანია, რომელიც დღიდან დაარსებისა გახდა ბაზრის ლიდერი. როგორ გახდა ეს შესაძლებელი? მთელი საქმე იმაშია, რომ Intel ყოველთვის იყო მარჯვე მარკეტინგისა და ინოვაციური დამუშავებების ნაერთი გამოთვლითი ტექნიკის სფეროში. დღეს ვილაპარაკებთ ამ კორპორაცის ისტორიაზე.

ადრეული პერიოდი

Intel–ის დამაარსებლები გორდონ მური და რობერტ ნოისი იყვნენ 1975 წელს დაარსებული Fairchild Semiconductor–ის 8 დამფუძნებელს შორის. მიუხედავად ამისა, ინტეგრალური სქემის შემქმნელებმა ნოისმა და მურმა გადაწყვიტეს საკუთარი კომპანიის დაარსება, რაც გააკეთეს კიდეც 1968 წელს. ასე გაჩნდა Intel. იმავე წელს ნოისსა და მურს შეუერთდა უნგრელი ლტოლვილი ენდი გროუვი, რომელიც წარმოადგენს Intel–ის საცნობ ნიშანს. ის კომპანიას 1979 წელს ჩაუდგა სათავეში და სწორედ ამ დროიდან დაიწყო Intel–ის გაფურჩქვნა, რომელიც დღემდე გრძელდება. გროუვი 1990 წელს წავიდა დირექტორთა საბჭოს პოსტიდან, მაგრამ დღემდე რჩება კომპანიისათვის მნიშვნელოვან ფიგურად, რომელთანაც ასოცირდება ყველა მისი წარმატება.

Intel–ის პირველი ინვესტორი იყო ვენჩურული კაპიტალისტი  კაჟის – იგივე სილიკონის ველიდან არტურ კროკი. ის დათანხმდა ნოისისა და მურის საქმეში 3 მილიონის ჩადებას, როდესაც გაეცნო მათ მხოლოდ 1 გვერდზე წარმოდგენილ ბიზნეს გეგმას! გაგონილა სადმე ასეთი რამ? შეიძლება, მაგრამ კროკს სჯეროდა ახალგაზრდა ინჟინრებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ Fairchild Semiconductor–იდან იცნობდა. 1968 წლის 18 ივლისს დარეგისტრირდა კომპანია Intel, რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო N M Electronics. მაგრამ დამფუძნებლები სწრაფად მიხვდნენ, რომ ეს არ იყო საუკეთესო ვარიანტი. თვითონ სიტყვა წარმოადგენს შემადგენელს „Integrated Electronics“-იდან (ინტეგრირებული ელექტრონიკა). სამი წლის შემდეგ კომპანია გამოჩნდა ფართო საზოგადოების წინაშე, რომლის განმავლობაშიც ნოისმა და მურმა მოახედრხეს კიდევ 3 მილიონი ვენჩურული ფულის მოგროვება.

დაარსებიდან ძალიან მალე Intel–ის ხელმძღვანელებმა მიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც განსაზღვრა კომპანიის შემდგომი ბედი. ისინი იწყებენ კომპიუტერების ოპერატიული მეხსიერებისა და მეხსიერების ელექტრონული სქემების წარმოებას. ეს იმ დროს ძალზე მოთხოვნადი საქონელი იყო, რომელმაც Intel–ს სოლიდური შემოსავალი მოუტანა. მიუხედავად ამისა, კომპანია ცნობილი იყო მხოლოდ ტექნიკის მოყვარულთა ვიწრო წრეში. ჯერ კიდევ შორს იყო მსოფლიო აღიარებამდე.

1971 წელს მსოფლიოს წარუდგინეს Intel–ის პირველი მიკროპროცესორი სახელწოდებით 4004. ეს იყო სრულფასოვანი 4–ბიტიანი მიკროპროცესორი, რომელიც შეიცავდა ყველაფერ აუცილებელს მუშაობისათვის – რეგისტრებს, ბულე ლოგიკას, სუმატორს. ის დამზადდა იყო ერთი იაპონური კომპანიის დაკვეთით სპეციალურად მისი კალკულატორებისათვის. კონტრაქტის მიხედვით, წარმოების უფლება უნდა გადასცემოდა იაპონელებს. სწორედ ამ დროს დაიწყეს Intel–ში იმის გაგება, თუ რა პერსპექტივები იშლებოდა  მიკროპროცესორების წინაშე მომავალში. 

საბედნიეროდ, გორდონ მურსა და რობერტ ნოისს უბრალოდ გაუმართლათ. იაპონური კომპანია სერიოზულ ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა და გადაწყვიტა Intel–თან ახალი კონტრაქტის დადება, რომლის პირობებითაც  ამერიკული კომპანია ვალდებულებას იღებდა იაპონიაში მიკროპროცესორების მიწოდებაზე თავდაპირველზე ორჯერ უფრო ნაკლებ ფასად,   სამაგიეროდ იტოვებდა შემუშავებისა და გამოშვების ყველა უფლებას.

ძალიან მალე გაიზარდა მოთხოვნა Intel–ის პროცესორებით დამზადებულ კალკულატორებზე. კომპანიაში ნელა, მაგრამ მაინც დაიწყეს იმის სწორად გაგება, რომ არ იყო საჭირო მისი მომავლის დაკავშირება მეხსიერებასთან. პროცესორი – აი რა  აღელვებდა Intel–ს სინამდვილეში.

კომპანიის მიკროპროცესორები თანდათანობით გამოჩნდა არა მხოლოდ შუქნიშნებსა და კალკულატორებში, არამედ პირველ პერსონალურ კომპიუტერებშიც. ამ ყველაფრის შედეგად დღის სინათლეზე გამოჩნდა პროცესორი 8089, რომელიც გარკვეული დროით დარგის სტანდარტად იქცა. ის დაყენებული იყო იმ დროისათვის ერთერთ ყველაზე პოპულარულ კომპიუტერზე Altair 8800. ეს იყო ჯერ მხოლოდ 1976 წელს. სამი წლის შემდეგ კომპანიამ წარმოადგინა პირველი 16–ბიტიან პროცესორი 8086.

ამ დროისათვის მიკროპროცესორების ბაზარზე დაიწყო კონკურენციის ჩასახვა. კომპანია Motorola–მ თანდათან დაიწყო Intel–ის მეთოდურად შევიწორება. გარდა ამისა, პროცესორების ბაზარზე თანდათან გამოდიან სხვა კომპანიებიც: AMD, Sun, DEC და HP. ამ სიაში ყველაზე საინტერესოა კომპანია AMD, რომელიც Intel–ის მთავარი კონკურენტი გახდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად ის დაკავებული იყო Intel–ის პროდუქციის უბრალო კლონირებით. მან მხოლოდ 90–იან წლებში დაიწყო ბოლოს და ბოლოს საკუთარი პროცესორების შემუშავება. თუმცა მას ამან ნაკლებად უშველა, რადგან ამ კომპანიას დღეს სერიოზოული პრობლემები აქვს. 1970–იანი წლების განმავლობაში Intel–მა წარმოადგინა კიდევ ერთი რევოლუციური ტექნოლოგია – მუდმივი მეხსიერების მოწყობილობა. იმ წლებში ეს იყო ნამდვილი სიახლე, რევოლუცია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ თუ არა მიკროპროცესორი, არ იქნებოდა ამ მოწყობილობის საჭიროებაც. ასე რომ, Intel–ის ყველა პროდუქტი ურთიერთდაკავშირებულია.

Intel ძალიან სწრაფად იზრდებოდა. თუ 1968 წელს კომპანიაში მხოლოდ 12 თანამშრომელი იყო, 1980 წლისათვის მათი რიცხვი უკვე 15 ათასს უდრიდა. ბუნებრივია, რომ ასეთი ზრდა მოითხოვდა საკმაოდ გულმიდგინე მენეჯმენტს. ნოისსა და მურს ეს ძალიან კარგად ესმოდათ. ისინი სწორედ ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ვერ იტანდნენ ბიუროკრატიზმს, რომელიც მათ ის საკმაოდ იწვნიეს ჯერ კიდევ Fairchild Semiconductor–ში. პირველ ხანებში დამაარსებლები მართავდნენ ყოველკვირეულ სადილებს თანამშრომლებთან ერთად. შემდეგ კომპანიის ზრდის კვალობაზე კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის იყო გახნილი თანამშრომლებისათვის. ნებისმიერი თანამშრომელი რაღაც დონეზე ამა თუ იმ საკითხზე თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას. Intel ამ მხრივ ძალიან ჰგავს სილიკონის ველის ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Hewlett-Packard, Google და სხვები. მართლაც, ყველა ინოვაციური კომპანია გახსნილი იყო და ეს უნდა აღინიშნოს. 1983 წელს Intel–ის შემოსავალმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა და ამ მოვლენის გამო მოეწყო გრანდიოზული ზეიმი.

ერთი წლით ადრე კომპანია IBM–მა 150 მილიონ დოლარად გამოისყიდა Intel–ის წილის 12%. ჯერ ერთი, ეს იყო სერიოზული ინვესტიცია კომპანიაში. მეორეს მხრივ, Intel–ს გაუჩნდა კავშირის შესაძლებლობა იმ დროისათვის უდიდეს კომპიუტერულ კომპანიასთან. ეს დიდი გამართლება იყო. საბოლოო ჯამში, IBM–მა 20%–მდე გაზარდა თავისი წილი Intel–ის სააქციო კაპიტალში, სანამ გაყიდიდა 1987 წელს.

დაწყებული 80–იანი წლებიდან, Intel წყვეტს სხვადასხვა მეორეხარისხოვან სამუშაოებს, მთლიანად მიკროპროცესორების წარმოებაზე გადასართავად. შემდეგ მოდის ოქროს ხანა ჯერ 286–ვის, ემდეგ 386–სა და საბოლოოდ 486–იანი კომპიუტერებისათვის, რომლებიც Intel–ის პროცესორებით იყო აღჭურვილი. მაგრამ ასეთი წარმატებების შემდეგაც ინტელი არ ცნობილი ადამიანების ფართო წრისათვის. რასაკვირველია, მასზე ლაპარაკობენ IT-სპეციალისტების წრეებში, მაგრამ უბრალო ხალხმა არაფერი არ იცოდა Intel–ის შესახებ. მაგრამ სჭირდება კი მას ასეთი ცოდნა. შეიძლება, რომ  ვინმეს აინტერესებდეს, თუ რა პროცესორია ჩადგმული მის კომპიუტერში.?

 

Intel იწყებს ბრენდის შექმნას

როგორ მოხდა, რომ კომპანია, რომლის შესახებაც არავის სმენოდა 90–იანი წლების დასაწყისში, იქცა ერთერთ ყველაზე ცნობილ ბრენდად XXI საუკუნის დასაწყისში? ზოგიერთი რეიტინგის მიხედვით, Intel შედის ყველაზე ცნობილი ბრენდების ათეულში.

საქმე იმაშია, რომ 90–იანი წლებიდან Intel–მა დაიწყო მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ინბრენდინგის კომპანია, რაზედაც  ასობით მილიონი დოლარი დაიხარჯა (ახლა უკვე ალბათ მილიარდები). მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერების რეკლამაში ყოველთვის ახსენებდნენ იმ ფაქტს, რომ ისინი მუშაობენ Intel–ის პროცესორზე (ბუნებრივია, რომ ამ კომპიუტერის სარეკლამო ფულს Intel–იც იხდიდა). გარდა ამისა, Intel–მა ძალზე აქტიურად გამოიყენა სატელევიზიო რეკლამა, რომლითაც ყველა უნდა დარწმუნებულიყო, რომ კომპიუტერი მუშაობს სწორედ Intel–ის პროცესორზე. ისე მოხდა, რომ 90–იანი წლების ბოლოს ძალზე ბევრი ადამიანი მოითხოვდა Pentium–ის კომპიუტერს – Intel–ის ყველაზე ცნობილ საპოცესორო ბრენდს.

Intel Inside–ს კამპანია დღემდე გრძელდება. რომ გადაშალოთ ნებისმიერი კომპიუტერული ჟურნალი, ინფორმაციას Intel–ზე ნახავთ პრაქტიკულად ნებისმიერი ნოუთბუქის ან სტაციონარული პერსონალური კომპიუტერის რეკლამაში.

90–იანი წლების ბოლოს Intel წააწყდა თავის ისტორიაში ყველაზე სერიოზულ კონკურენციას კომპანია AMD–ს შესანიშნავი პროცესორების სახით, რომლებიც, ამავდროულად, გაცილებით ნაკლები ღირდა. მაგრამ, დღეისათვის სხვა პრობლემების გამო ის უკვე ვეღარ არის Intel–ის სერიოზული კონკურენტი. მითუმეტეს, რომ 2006 წლიდან Macintosh–ის კომპიუტერებიც Intel–ის პროცესორებზე მუშაობენ, ნაცვლად Motorola–ს, ხოლო შემდეგ IBM–ისა. ეს იყო გამარჯვება კიდევ ერთ ფრონტზე, რადგან ეს ძალზე სერიოზული ბაზარია. კომპანიის პროცესორებს აყენებენ მობილურ ტელეფონებშიც და კიდევ მსხვა რავალ მოწყობილობაში.

დღეს Intel კვლავ რჩება ერთერთ უმსხვილესად კომპიუტერულ სფეროში. თითქმის ყველა კომპიუტერი აღჭურვილია მისი პროცესორებით და სწორედ მისგან მოდის ამ სფეროში თითქმის ყველა ინოვაცია. პოპულარული  Apple–ს MacBook Air–ის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ Intel–მა დაამზადა მისი მინიატურული ფორმატის შესატყვისი პროცესორი. და ასეთი მაგალითი უამრავია.

რა შეიძლება კიდევ ითქვას Intel–ზე? ყველაზე კარგად მის შესახებ თქვა ენდი გროუვმა, მისმა ყოფილმა ხელმძღვანელმა: „მე ვანსახიერებ Intel–ის უნარს მშვიდად შეხვდეს წარმატებას და ყოველთვის მზად იყოს საშიშროებისათვის“.

საინტერესო ფაქტები:

  •  1997 წელს ჟურნალმა „Time“ ენდი გროუვი წლის ადამიანად დაასახელა;
  • 2008 წელს კომპანიის შემოსავალმა 37,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რომელიც შემდეგ შემცირდა ეკონომიკური კრიზის გამო;
  • კომპანიაში მუშაობს 80 000–ზე მეტი ადამიანი;
  • კომპანიას აქვს საკუთარი მუზეუმი, სადაც გაეცნობით კომპანიის ისტორიაზე ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge