ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიToshiba-ს ისტორია

Toshiba-ს ისტორია
 | რეიტინგი 3 

 

თითქმის ყველა მსგავს კომპანიას გააჩნია საკუთარი ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული XX საუკუნის იაპონიის ეკონომიკურ აღმავლობასთან. ჩვენ  ახლა ვისაუბრებთ Toshiba-ზე, რომელიც დღეისათვის იაპონიაში ერთერთ უდიდეს კეირეცუს (გნებავთ, კონგლომერატს) წარმოადგენს.

 

როგორ იწყებოდა ყველაფერი?

Toshiba-ს ისტორია საწყისს მე-19 საუკუნეში იღებს, უფრო ზუსტად კი 1875 წლიდან, როდესაც ხისაშიგე ტანაკემ ტოკიოში დაარსა კომპანია Tanaka Engineering Works. ტანაკე ნამდვილი გენიოსი იყო, რის გამოც მას „იაპონელ ედისონს" უწოდებდნენ (ზოგიერთი კი „აზიის ედისონს"). თავისი ცხოვრების სხავადსხვა პერიოდში ტანაკე აქტიურად იყო გატაცებული მათემატიკით, ასტრონომიითა და კიდევ სხვა დისციპლინებით. მან შექმნა სინათლის წყარო, რომლის ნათებაც 10-ჯერ აღემატებოდა საუკეთესო სანთლის შუქს, შექმნა ზამბარიანი საათი. ხისაშიგე მონაწილეობდა ორთქლმავლების, ზარბაზნებისა და გემების შექმნაშიც კი. დღემდე თვლიან, რამ იაპონელ გენიოსს ნამდვილი დიდება მექანიკურმა თოჯინებმა მოუტანა, რომლებიც ყველას ანცვიფრებდნენ თავისი სრულყოფილებით.

1890 წელს იჩისუკე ფუძიოკომ დაარსა კომპანია Hakunetsu-Sha, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ელექტრობასთან. უკვე 1899 წელს მან დაამუსავა სპეციალური ვარვარნათურები, რომლებსაც მთელს იაპონიაში არ გაჩნდათ ანალოგები. შემდეგ მას სახელი შეეცვალა და  Tokyo Electric Company ეწოდა. და როგორ მოევლინა სამყაროს Toshiba? საქმე ამ ორი კომპანიის შერწყმაშია.

თუმცა ეს მოხდა მხოლოდ 1939 წელს, ხოლო მანამდე ორივემ თავი გამოიჩინა თვალსაჩინო მიღწევებით. ცნობილია, რომ XX საუკუნის დაწყებამდე იაპონიაში არც ერთი კომპანია არ აწარმოებდა საკუთარ მაცივრებს. Tanaka Engineering Works იყო ერთერთი იმათგანი, რომელმაც გადაწყვიტა ამ უსიამოვნო სტატუს-ქვო-ს დაღვევა. მართალია, ამ დროისათვის მას უკვე სხვა სახელი ერქვა - Shibaura Engineering Works. სამუშაოები ირველი იაპონური მაცივრების დასამზადებლად კომპანიამ 1929 წელს დაიწყო, ხოლო 1930 წელს გამოჩნდა პირველი შედეგები - შეიქმნა პირველი იაპონური ელექტრომაცივარი. აქ იწყება ყველაზე საინტერესო. საქმე იმაშია, რომ ეს მაცივარი ძალიან ჰგავდა ამერიკული General Electric-ის შვილობილს. და ამაში გასაკვირი არაფერია. თუ კარგად დავუკვირდებით, იაპონელები თითქმის ყველა დარგს ასლებით იწყებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან საკუთარი პროდუქტის წარმოებაზე. აქაც ასე მოხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ აქაც იყო ტექნიკური სიახლეები. Shibaura Engineering Works-ის ინჟინრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მაცივარი მაქსიმალურად უხმაურო ყოფილიყო (იმ დროისათვის), ამან კი მოითხოვა მოდელის კონსტრუქციაში სერიოზული ცვლილებების შეტანა. თუმცა კი უნდა ითქვას, რომ ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი Shibaura Engineering Works-ის ნაწარმში, ხოლო მთლიანად შედეგი ყველა ასპექტში ჩამორჩებოდა ოკეანისგაღმელ კონკურენტებს. მაგრამ ესეც იაპონური მრეწველობის ერთერთი ტენდენციაა - მცირედან დაწყება.

პირველი მცდელობიდან უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, Shibaura Engineering Works-მა რაწმოადგინა მაცივრის ახალი მოდელი. ამჯერად მაცივარი შემუშავებული იყო მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის მიერ და არავით კოპირებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, კომპანიას არ ჰქონდა ფართო ბაზრის იმედი, რადგან  ის ნამდვილი ფუფუნების საგანი იყო.

გავიდა სულ რამდენიმე წელი და Shibaura Engineering Works-მა წარმოადგინა ახალი, რევოლუციური მაცივარი, რომელიც თავისი კონსტრუქციით გამოირჩეოდა. ინჟინრებმა კომპრესორი და ამაორთქლებელი მოათავსეს მის ქვედა ნაწილში, რაც იმ დროისათვის საკმაოდ უჩვეული იყო. თანდათანობით კომპანია გახდა აღიარებელ მოთამაშე იაპონიის მაცივრების ბაზარზე.

ჯერ კიდევ  Tokyo Electric Company-სთან გაერთიანებამდე Shibaura იწყებს სარცეხი მანქანებისა და მტვერსასრუტების წარმოებას, ხოლო 1939 წელს ხდება ორივე კომპანიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი შერწყმა და შექმნილი კომპანია იღებს სახელწოდებას Tokyo Shibaura Electric Company, რომელიც ხალხში კომპანია Toshiba-ს სახელით იყო ცნობილი. მაგრამ ოფიციალურად ასე იწოდება მხოლოდ 1978 წლიდან და წარმოდგება ორივე კომპანის სახელების საწყისი ასოებიდან. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე Toshiba-მ შესძლო შესამჩნევად გაფართოებულიყო მთელი რიგი შთანთქმების ხარჯზე. კერძოდ, კომპანიამ იყიდა ისეთი სწარმოები, როგორებიც იყო Nippon Medical Electric Co., Toho Mining Co., Shibaura Mazda Industry Co. და Tokyo Fire Brick Co. ამ დროისათვის გაერთიანებულ კომპანიას შეეძლო ეტრაბახა იაპონიისათვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწარმით, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა გამოიყოს რენტგენის მილაკები, რადიოლამპები, ორმაგი ვარვარების ძაფიანი ელექტრული ნათურები, ელექტრონულ-სხივური მილაკები, რადიომიმღებები, დღის სინათლის პირველი ნათურები, რადარები. მოკლედ, კომპანიის საქმიანობის სპექტრი უკვე ძალიან ფართო იყო. მაშინ რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ დღეისათვის Toshiba მოიცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებას.

მეორე მსოფლიო ომი კომპანიამ საკმაოდ მყარად გადაიტანა. რასაკვირველია, ის ვერ გაიფურჩქნებოდა ამ დროს, მითუმეტეს, რომ იაპონია დამარცხდა. ცხოვრების დონე დაეცა, პრობლემები ყოველი მხრიდან უტევდნენ ბიზნესს. უპირველეს ყოვლისა, ხალხს უბრალოდ არ ჰქონდა ფული ძვირფასი საქონლის შესაძენად და მეორეს მხრივ, ბევრი საწარმო ამ დროისათვის ან დანგრეული ან დაცარიელებული იყო. საჭირო იყო მთელი მრეწველობის თავიდან შექმნა. და Toshiba-ე ეს შეძლო. მითუმეტეს, რომ ომში დამარცხების შემდეგ ეს საქონელი სჭირდებათ იაპონიის დამპყრობ ამერიკელებსაც. საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ელექტრომოწყობილობები არსადაც არ წასულა. კომპანია ცდილობდა დაეკმაყოფილებინა თუნდაც მინიმალური მოთხოვნები.

 

მსოფლიო გიგანტის ზრდა

1950-ანი წლები საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კომპანიისათვის. ამ დროს შექმნა იაპონიაში პირველი სატელევიზიო გადამცემები და სატელევიზიო გადაცემების პირველი რადიოსარელეო სისტემები, ელექტრონული ბრინჯის სახარშები, მიკროტალღოვანი ღუმელები, ტრანზისტორული ტელემიმღებები. საერთო ჯამში, ეს ამოჩნდა ძალზე პროდუქტიული პერიოდი.

უკვე 70-იან წლებში ნათელი გახდა, რომ Toshiba წარმოადგენდა მრავალპროფილიან  კომპანიას, რომელმაც უამრავი სხვადასხვა დარგი მოიცვა. აქ იყო საყოფაცხოვრებო ტექნიკაც, ელექტრონიკაც, ხოლო შემდეგ  კომპანიამ შეაბიჯა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზეც. აქ იაპონელებმა შეძლეს შეექმნათ არა მხოლოდ ცალკეული ჩიპები, არამედ საბოლოო გადაწყვეტები როგორც პერსონალური კომპიუტერების, ისე პროგრამული უზრუნველყოფის სფეროებში.

1978 წელს კომპანიას ოფიციალურად გადაერქვა სახელი  და იწოდება Toshiba-ად. და აქ მოხდა პატარა ცვლილება მის საქმიანობაში, რომლისთვისაც გვერდის ავლა შეუძლებელია. Toshiba იწყებს ახალი ტექნოლოგიებისადმი დიდი ყურადღების გამოჩენას, კომპანიაში მუდმივად მუშავდება რაიმე კომპიუტერული ტექნოლოგია: ოპერატიული მეხსიერებისა და პროცესორების ჩიპები, პესონალური კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფები. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 1985 წელს Toshiba-მ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი IBM-თავსებადი პორტატული პერსონალური კომპიუტერი. ბევრი თვლის, რომ ეს იყო პირველი ნოუთბუქი, სინამდვილეში კი პორტატული კომპიუტერები გაჩნდა მანამდე, რაშიც მონაწილეობა აქვს მიღებული IBM-საც და პატარა კომპნია Osborne-საც, რომელმაც შესძლო შეექმნა ნამდვილად პორტატული კომპიუტერი. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ კომპანია Osborne-ს კომპიუტერი ნაკლებად ჰგავდა ნოუთბუქს, თუ სიმართლეს ბოლომდე ვიტყვით, სრულებითაც არ ჰგავდა. ის უფრო მოგვაგონებდა თანამედროვე კომპიუტერის ჩვეულებრივ კორპუსს პატარა ეკრანითა და კლავიატურით. აი Toshiba-მ კი შეძლო შეექმნა მოწყობილობა, რომელსაც თამამად შეიძლება პირველი ნოუთბუქი ეწოდოს.

 

დღეისათვის Toshiba ნოუთბუქების ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელია. მაგრამ, ამის გარდა, კომპანია აქტიურადაა დაკავებული სხვა ტექნოლოგიებითაც, რომელთა შორის, რასაკვირველია, არის რობოტებიც (არ გვავიწყდება, რომ ეს იაპონური კომპანიაა!). ასე რომ, მოცემულ მომენტში კომპანიის განკარგულებაშია სახლისათვის განკუთვნილი რობოტების რამდენიმე მოდელი. ერთერთი მათგანი ატარებს ამაყ სახელს ApriPoco და განკუთვნილია სახლში ყველა დისტანციური პულტის შემცვლელად. რობოტს გააჩნია არა მხოლოდ საკუთარი მეხსიერება, არამედ შეუძლია ადამიანის მოძრაობების დამახსოვრებაც მისი ბრძანებების შესასრულებლად.

რობოტის მეორე მოდელი - ApriAplpha ამოცანების უფრო ფართო სპექტრის შესრულების საშუალებას იძლევა. მას შეუძლია წაგიკითხოთ ელექტროფოსტით მიღებული წერილები, ინფორმაცია ამინიდ შესახებ, ახალი ამბები. გარდა ამისა, მას გააჩნია მთელი რიგი დამატებითი ფუნქციები, რომლებიც უფრო გასართობებს მიეკუთვნება. მთლიანობაში კი რობოტექნიკის სფეროში Toshiba მნიშვნელოვნად ჩამორჩება მთელ რიგ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Sony, Honda და Toyota. მაგრამ ეს სულაც არ არის სახიფათო. ისინი ყველა იაპონურებია და რასაკვირველია, ღიაა ნებისმიერი თანამშრომლობისათვის.

 თუ ვილაპარაკებთ კომპანიის მიმდინარე მდგომარეობაზე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავისი სტრუქტურით ის კაირეტსუს წააგავს. ამასთან, Toshiba იყოფა დაახლოებით 10 დამოუკიდებელ კომპანიად, რომლებიც საკუთარ მიმართულებებს ემსახურებიან. ბუნებრივია, რომ ლაპარაკი არაა მათ სრულ დამოუკიდებლობაზე, რადგანაც ისინი ერთ საერთო მმართველობას ემორჩილებიან.

მთელს მსოფლიოში Toshiba-ს ტექნიკით სავსებით განსხვავებული ადამიანები სარგებლობენ. ზოგი ამჯობინებს ამ კომპანიის მტვერსასრუტებს, სხვები სარეცხ მანქანებს, ზოგი უპირატესობას ნოუთბუქებს ანიჭებს. ასეთი ფართო საქმიანობით Toshiba-ს ბრენდი არ სუსტდება მომხმარებელთა თვალში. და ეს იაპონელების ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა,

Toshiba-ს ფინანსური მდგომარეობა კრიზისამდე საკმაოდ მყარად გამოიყურებოდა. 2008 წელი კომპანიამ 76 მილიარდი შემოსავლითა და  1,2 მილიარდიანი მოგებით დაასრულა.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge