ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიავტომექანიკოსი ჯორჯი

ავტომექანიკოსი ჯორჯი
 | რეიტინგი 3 


იდგა 1980-იანი წლები. ავსტრალიის ერთ პატარ ქალქში ცხოვრობდა ავტომექანიკოსი ჯორჯი. ის მუშაობდა მაშინ, როცა მოისურვებდა თავის ავტოფარეხში. მას ეცვა ძველი დასვრილი სპეცტანსაცმელი, მისი ხელები იყო მუდამ დასვრილი ზეთითა და ტაოტით. როდესაც კვირაობით მივიდოდა ეკლესიაში, ის მოკრძალებულად ჯდებოდა ყველაზე ბოლო რიგში. ჯორჯს ჰქონდა ერთ ჰოპი. მას ძალიან უყვარდა თვითმფრინავები და ხშირად თანმხმდებოდა ყოფილიყო მეორე პილოტი თვითმფრინავის ფრენისას, სრულებით უფასოდ.

ერთხელ, როდესაც ის მიფრინავდა, უეცრად თვითმფრინავს გაუფუჭდა ძრავი. საქარე მინა დაფარა მკვრივმა შავმა კვამლმა. პილოტები ბევრს ეცადნენ და როგორც იქნა ძლივს დასვეს თვითმფრინავი დიდ ხეზე. ორივე პილოტი იყო ცოცხალი, მაგრამ ისინი ძალზე დაშავდნენ. ჯორჯს გადატეხილი ჰქონდა ორივე ფეხი წვივებში. მათ იგრძნეს საწვავის სუნი. მიხვდნენ, რომ თვითმფრინავი ნებისმიერ წამს შეიძებოდა აფეთქებულიყო. დიდი ძალისხმევის ფასად პილოტები გამოძვრნენ თვითმფრინავიდან და ფორთხვით მოშორდნენ იქაურობას. ჯორჯი გაცოცდა რამდენზეც შეძლო, გადაბრუნდა პირქვე და რამდენიმე წამში გაისმა აფეთქების ხმა.

ჯორჯმა გაატარა საავადმყოფოში სამი თვე. მას ბევრი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ეფიქრა. მას ესტუმრა მეგობარი. ჯორჯმა უთხრა თავის მეგობარს: „როდესაც მე ვიწექი პირაღმა მიწაზე განთხმული, მე ვიყურებოდი ცაში და შევეკითხე უფალს, რა გინდა რომ მე გავაკეთო? და მე მივხვდი, რომ მე უნდა გავმხდარიყავი სულ სხვა ადამიანი. მე შევთხოვე უფალს, თუკი მე გადავრჩი დღეს, მე სრულებით შევიცვლები მომავალში.“

ჯორჯიმ მიიღო პატარა თანხა დაზღევით. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მას კიდევ ჰქონდა მცირე დანაზოგი. ნაწილი თანხით მან გააკეთა საწყისი შესატანი დიდი მიწის შეძენაზე. შემდეგ ადგა, მივიდა თავისი მშობლიური პატარა ქალაქის ბანკში თავისი იდეით და მოითხოვა კრედიტი $3 მლნ. ბანკში მას ყველამ დასცინა. ის ხომ იყო ყველასთვის ცნობილი ავტომექანიკი ჯორჯი. ჯორჯი წავიდა სხვა ქალქის ბანკში. იქიდან გადარეკეს მის მშობლიური ბანკში და ახლა მათ დაუწყეს დაცინვა. ჯორჯი წავიდა სხვა ბანკში, იქაც უარი უთხრეს, მერე სხვა ბანკში, მერე სხვა ბანშკი, მერე სხვა ბანკში, მერე სხვა ბანკში... 97 ბანკმა ჯორჯი უარით გაისტუმრა (საქართველოში ხომ სულ რაღაც ოცამდე ბანკია, თქვენ ამდენი უარის მიღება არ მოგიწევთ). 98-ე ბანკში მან აიღო კრედიტი.

რამდენიმე წელიწადში ჯორჯის ბიზნესი $600 მლნ. შეფასდა.

 

თუკი თქვენ ადგებით ერთხელ მეტჯერ, ვიდრე დაეცემით, თქვენ ვერავინ დაგამარცხებთ.



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge