რწმენა საკუთარ თანამშრომლებში - ავტორი:ირაკლი პატარაია
 

 

ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებირწმენა საკუთარ თანამშრომლებში

რწმენა საკუთარ თანამშრომლებში
 | რეიტინგი 3 

 

Hewlett-Packard -ს რწმენა თავის ადამიანებში ძალზე მკაფიოდ ჩანს კორპორატიული კულტურის პოლიტიკაში - „ღია ლაბორატორიის საწყობები". ამ საწყობებში ინახება ათასგვარი ელექტრული და მექანიკური კომპონენტები. „ღია ლაბორატორიის საწყობები" პოლიტიკა ნიშნავს, რომ ინჟინრებს არა მხოლოდ ეძლევათ საშუალება თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ ამ მოწყობილობებთან, არამედ ფაქტიურად მათ სთავაზობენ წაიღონ მოწყობილობები სახლში, საკუთარი ხმარებისათვის! ასეთი მიდგომის იდეა მდგომარეობს შემდგომში: რაც არ უნდა გააკეთონ ინჟინრებმა ამ მოწყობილობებით სახლში (ე.ი. არა აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა ის უშუალო შეხებაში იმ პროექტებთან, რა პროექტებზეც ისინი მუშაობენ მოცემულ მომენტში), როგორც არ უნდა „ერთობოდნენ" მათი საშუალებით (სხვათა შორის, მათ შეუძლიათ „გაერთონ" იგივე მოწყობილობებით სამუშაოზეც), ისინი ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცას ისწავლიან, ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კომპანიას ინოვაციებში.

იხსენებენ ასეთ ამბავს. ერთხელ შაბათ დღეს ბილ ჰევლეტი ესტუმრა თავისი კომპანიის რომელიღაც ქარხანას და დაინახა, რომ ლაბორატორიის საწყობი დიდი ბოქლომით იყო დაკეტილი.  ის გაქანდა სარემონტო სახელოსნოში, აიღო დიდი ჩაქუჩი და საკუთარი ხელით მოწყვიტა ბოქლომი.  საწყობის კარზე დაკიდა წერილი, რომელიც აღმოაჩინა საწყობის უფროსმა ორშაბათს:

„დღეიდან არასდროს ჩაკეტოთ ეს კარები!

პატივისცემით, ბილი".

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses