ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიატრაქციონი ნიაგარის ჩანჩქერზე

ატრაქციონი ნიაგარის ჩანჩქერზე
 | რეიტინგი 3 


ინდიელთა იროკეზოს ტომებმა ჩანჩქერს ნიაგარი დაარქვეს, რაც ნიშნავს "წყლის ქუხილს". ჩანჩქერი წარმოადგენს შთამბეჭდავ სანახაობას. ყოველ წუთს 12 მილიონზე მეტი კუბკური ფუტი წყალი ეხეთქება 180 ფუტის სიმაღლიდან. მისი საერთო სიფართე (ჩანჩქერი წარმოადგენს ამერიკასა და კანადას შორის საზღვარს) შეადგენს 3100 ფუტს. ჩანჩქერი დამსახურებულად იწოდება სამყაროს ერთ ერთ საოცრებად.

როდესაც ჩვენ ვიყავით ბავშვები, მოგვისმენია ბევრი მონათხრობი ჩანჩქერზე და გულისამაჩქროლებენ ტრიუკებზე, რასაც სჩადიოდნენ იქ ადამიანები. მაგალითად, თუ როგორ მოფრონავდა ანნი ედსონ ტეილორი ჩანჩქერიდან კასრში მჯდომი და მაგდაგვარი. ქალაქის ერთ ერთი უდიადეს ლეგენდას წარმოადგენდა ფრანგი აკრობატის ისტორია, რომელსაც ერქვა ჩარლზ ბლონდინი. ის ცხოვრობდა 1824-1897 წ.წ. 1859 წელს მან გაიარა რკინის ბაგირზე, ხომ შეიძლებოდა ის დაღუპულიყო?

მეტიც, მან ასე გააკეთა რამდენჯერმე. ერთხელაც მან ბაგირზე გაიარა ურიკით. მეორედ დახუჭული თვალებით და კიდევ ერთხელ ველოსიპედით. ამბობენ ის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა მაყურებლებზე. ის ამ ტრიუკს ასრულებდა 70 წლის ასაკშიაც.

 

 

ერთ ერთი ყველაზე საოცარი წარმოდგენა იყო - როდესაც ის გადიოდა ბაგირზე, მხრებზე მდგარი ადამიანით. წარმოგიდგენიათ? ვფიქრობ მარტოკა გასვლა მისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა! მაგრა რარიგ რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს ტრიუკი ბლონდინისთვის, წარმოუდგენელია, როგორ მოახერხა მან დაერწმუნებინა კიდევ ერთი ადამიანი, მონაწილეობა მიეღო ამ ტრიუკში. აი რას ნიშნავს ნდობა: ახვიდე ადამიანის მხრებზე, რომელიც აპირებს გაიაროს თითქმის კილომეტრი ბაგირზე, გაჭიმული მსოფლიოს ერთ ერთ უდიდესი ჩანჩქერის თავზე.

ჩვენ არ ვიცით იმ ადამიანის სახელი, რომელიც გადაიყვანა მხრებით ბლონდინმა ჩანჩქერზე, მაგრამ ეჭვგარეშეა, რაოდენ დიდ ნდობას იწვევდა მასში ფრანგი აკრობატი. ფაქტიურად ის თავის სიცოცხლეს ანდობდა მას. მეტად რთულია იპოვო ნდობის ასეთი დონე, მაგრამ როდესაც ეს ხდება, ეს წარმოადგენს რაღაც განსაკუთრებულს.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge