ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ისტორიებიებრაული ლეგენდა

ებრაული ლეგენდა
 | რეიტინგი 3 

 

არსებობს ებრაული ლეგენდა ორ ძმაზე, რომელთაც ჰქონდათ საერთო ყანა და წისქვილი. ყოველ საღამოს ისინი თანაბრად ინაწილებდნენ ფქვილს, რომელსაც დღის განმავლობაში დაფქვავდნენ. ერთი ძმა ცხოვრობდა მარტო, ხოლო მეორე დაქორწინებული იყო და ჰყავდა დიდი ოჯახი.

ერთხელაც, დაუოჯახებელი ძმა დაფიქრდა: "უსამართლობაა ფქვილის თანაბრად გაყოფა. მე მხოლოდ საკუთარ თავი მაბარია, ძმამ კი ბავშვები უნდა არჩინოს". ამიტომ ყოველ ღამე მას უჩუმრად მიჰქონდა თავისი ფქვილის ნაწილი ძმის ნალიაში.

ამავდროულად, დაქორწინებული ძმაც დაფიქრდა: "სწორი არ არის რომ ჩვენ თანაბრად ვინაწილებთ ფქვილს. მე შვილები მყავს, რომლებიც იზრუნებენ ჩემზე სიბერეში, ძმას კი არავინ ჰყავს. რა მოხდება რომ დაბერდება?" და მანაც ღამღამობით დაიწყო მალულად თავისი ფქვილის ნაწილის გადატანა ძმის ნალიაში.

შედეგად, ყოველ დილით ორივე ძმა განცვიფრებული რჩებოდა, ვინაიდან მათ ფქვილს არაფერი აკლდებოდა. ერთხელაც, ღამით, მიემართებდნენ რა ერთმანეთისკენ, ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს გზად. როდესაც მიხვდნენ რაც ხდებოდა, ძმური სიყვარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს. ლეგენდა გვამცნობს, რომ ღმერთმა, რომელიც მოწმე გახდა ამ შეხვედრისა, წარმოსთქვა: "ეს წმინდა ადგილია, სიყვარულის ადგილი. დაე აიგოს აქ ტაძარი, ჩემი სახელით". როგორც ირწმუნებიან, პირველი ტაძარი იქნა აღმართული ზუსტად იმ ადგილას.

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge