ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებალი კაშინგის მართვის სტილი

ლი კაშინგის მართვის სტილი
 | რეიტინგი 3 

 

ლი კაშინგი გახლავთ ჰონგ-კონგის უმდიდრესი ბიზნესმენი (მისი ქონებაა $28,8 მლრდ.) და ნომერ პირველი გადასახადების გადამხდელი.

ერთხელ მის კაბინეტში მოხვდა ჟურნალისტი, რომლის გაოცებასაც საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მაგიდაზე არაფერი არ იდო. ჟურნალისტი ეკითხება:

-   ბატონო ლი, თქვენ ხართ ქვეყნის ნომერ პირველი გადასახადის გადამხდელი და თქვენს კაბინეტში არის სრულებით ცარიელი მაგიდა. რა სისტემით მუშაობთ?

-   მოგახსენებთ. ჩემს მაგიდაზე მართლაც ვერ ნახავთ ვერც ერთ ფურცელს. სამაგიეროდ ჩემს მაგიდას აქვს სამი უჯრა. ჩემი მართვის სტილი არის შემდეგი. როდესაც მომაწვდიან რაიმე ფურცელს, მე ამ ფურცელს მეორედ არ ავიღებ ხელში. მე მას წავიკთხავ და გავაკეთებ ოთხი მოქმედებიდან ერთ ერთს: 1. მაშინათვე დავჯდები და მივაწერ ჩემს გადაწყვეტილებას და გავუგზავნი ადრესატს; 2. გადავცემ სხვა თანამშრომელს, თუკი წერილზე რეაგირება შეუძლია სხვა ადამიანს; 3. თუ ვიცი, რომ არ ვარ მზად ახლავე ვუპასუხო და მჭირდება გარკვეული დრო, ვდებ მაგიდის ზედა უჯრაში; 4. ვაგდებ მაშინათვე სანაგვე ურნაში.

         -    შემდეგ, - აგრძელებს ლი - ერთი კვირის განმავლობაში მე ვცდილობ გავცე პასუხი იმ წერილებზე, რომლებიც ზედა და შუა უჯრაში მილაგია. ყოველ კვირა დღეს მე ვიღებ ქვედა უჯრის ფურცლებს და ვაგდებ სანაგვეში. მეორე უჯრის ფურცლებს გადავალაგებ ქვედა, მესამე უჯრაში. პირველი უჯრის ფურცლებს გადავალაგებ მეორე უჯრაში. ამრიგად, ყოველ ორშაბათ დღეს მე ზედა, პირველი უჯრა უკვე ცარიელი მაქვს. და ასე შემდეგ.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge