ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნესის ადმინისტრირებაერთგვერდიანი ანგარიშები - Procter&Gamble-ს მეთოდი

ერთგვერდიანი ანგარიშები - Procter&Gamble-ს მეთოდი
 | რეიტინგი 3 

 

Procter&Gamble-ში არის ერთი ძველი წესი - ყოველი ახალი იდეა უნდა იქნას დაწერილი ერთგვერდიან დოკუმენტად. ამ ერთგვერდიან დოკუმენტზე უნდა იქნას გაცემული პასუხი შემდეგ კითხვებზე:

1.      რა არ მოგწონთ, რაში ხედავთ პრობლემას?

2.      როგორ აპირებთ ამის გამოსწორებას?

3.      რა რესურსებს (ადამიანური, აღჭურვილობა, ბიუჯეტი) საჭიროებს თქვენი იდეა?

4.      ვინ უხელმძღვანელებს იდეის განხორციელებას?

5.      რა მოსალოდნელი ეკონომიური ეფექტი ექნება თქვენს პროექტს?

6.      ვინ და როგორ გააკონტროლებს პროცესს და როგორ უნდა შეფასდეს შედეგები?

7.      რამდენ ხანში იქნება ამოღებული დანახარჯები?

ეს წესი შემოიღო კომპანიის დამფუძნებელმა უილიამ პროქტერმა. როდესაც მას ჰკითხეს „რატომ ერთი გვერდი?" მან გულწრფელად უპასუხა „მეტზე ჩემი ტვინი ვერ ქაჩავს".

ეს გაცილებით იოლად შეიძლება მოგეჩვენოთ ვიდრე სინამდვილეშია. საქმე იმაში გახლავთ, რომ სანამ ზემდგომ ინსტანციას გადასცემდეს თანამშრომლის „წერილს" იდეის ავტორის უშუალო ხელმძღვანელი, მან შეიძლება რამდენჯერმე დააბრუნოს წერილი რეზოლუციით: „გადაწერეთ". ეს ნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილ კითხვებიდან რომელიმეზე პასუხი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ყოფილა შემთხვევები რომ კომპანიის თანამშრომელს 15-20-ჯერ გადაუწერია თავისი „წერილი", ვიდრე მას შემდგომი მსვლელობა მისცემია.

შეიძლება ზოგიერთს ეს ზედმეტობად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ადამიანს რამდენჯერმე უწევს იდეის გადაწერა, ძალაუნებურად იხვეწება მსჯელობის ტექნიკა, ჩნდება ახალი იდეები (რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არც გაჩენილიყო) და გაცილებით მეტად „ატყვევებს" იდეა თავის ავტორს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია, რათა ადამიანმა „კბილებით გაიტანოს" თავისი „შემოქმედებითი პირმშო" რეალურ განხორციელებამდე, უამრავი წინააღმდეგობის ფონზე.

თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ თუკი თქვენ ვერ შეძელით დაგერწმუნებინათ თქვენი უშუალო უფროსი თქვენი იდეის სისწორეში და საქმე ჩაფლავდა, თქვენ ხართ დამნაშავე. ეს ნიშნავს, რომ სათანადო რაკურსით არ წარმოაჩინეთ იდეა, ვერ მოიყვანეთ დამაჯერებელი არგუმენტაცია, არ „დაიჭირეთ" უფროსი „კარგ ხასიათზე", არ იყავით საკმაოდ მიზანსწრაფული. ამასთანავე, თუკი თქვენ მორჩილად ასრულებდით უფროსის ბრძანებას, მაგრამ შინაგანად არ ეთანხმებოდით მას და საქმე გაფუჭდა, ესეც თქვენი ბრალია.

 

მორალი: დაიცავით თქვენი პოზიციები, თუკი გულწრფელად თვლით, რომ ის სწორია და მისი განხორციელება წინ წაწევს საქმეს.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge